ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც მილანთან მატჩს დაეთმო.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს იტალიის თასის საპასუხო 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართება. 

“უნდა ვაღიაროთ, რომ უნიკალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. 

არავინ არ იცის ვინ როგორ ფორმაში იმყოფება.. მესმის, რომ ფეხბურთელები თვითიზოლაციის დროს ფორმის შენარჩუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია.

არის მინუსი და არის პლიუსი.. დადებითია ის მხარე, რომ ჩვენ გვექნება დრო თითოეულ ტურნირს ეტაპობრივად მივუდგეთ.. ეს გარკვეულ უპირატესობასაც კი გვაძლევს.

მილანი არის გუნდი, რომელიც პრობლემებს გვიქმნის და ყოველი მომდევნო შეხვედრა ამის ნათელი დადასტურებაა..

ასე რომ პირველ მატჩზე მაინც და მაინც ნუ გამოვეკიდებით, გადაწყვეტილი არაფერია.

სიტუაციასთან ადაპტაცია საწვრთნელ პროცესაც უწევს, რადგან ამ პერიოდში დატვირთვები ასეთი დიდი არ არის.. ტრავმის მიღების ალბათობა დიდია.. ამას ვერ გავექცევით..

ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული პროცედურები ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელებს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები დატანჯავდათ.

მერწმუნეთ თითოეულმა ფეხბურთელმა ეს დღეები თავისებურად გადაიარა.. რელაქსაციაში და დასვენებაში, რომ არ აგვერიოს კარგია, რადგან მათ დიდი სტრესის გადატანა მოუწიათ.

ახლა მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორი მოტივაცია გააჩნია თითოეულ მათგანს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x