ლონდონურ-ტურინული ამბები
ჩელსი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს..
ტიმო ვერნერის დამატების შემდეგ, გუნდი ნახევარდაცვის და დაცვის ხაზის გაძლიერებასაც ფიქრობს.
თუმცა, ამასთანავე არც გაყიდვებს ივიწყებს და აქ არის სწორედ იუვენტუსი მოხსენიებული..
საქმე იმაშია, რომ ტურინელებს ლონდონელთა არაერთ მოთამაშეს უკავშირებენ..
საუბარი ეხება ემერსონ პალმერის, ჟორჟინიოს, ნ’გოლო კანტეს, ვილიანს და პედროს..
საგულისხმოა, რომ ამ ორ უკანასკნელთან არისტოკრატებს კონტრაქტები უახლოეს პერიოდში ამოეწურებათ და იტალიელებს მათი დამატება 0 ევროდ შეეძლებათ..
კანტეს შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია.. მისით იტალიელები დიდი ხანია ინტერესდებიან და შესაძლოა მიზანს უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიაღწიონ.