La Stampa:”სარი ამ ტრანსფერის უარზეა”
ტურინული La Stampa -ს მტკიცებით, მაურისიო სარი ფედერიკო კიეზას იუვენტუსში ტრანსფერს ბლოკავს.
გავლენიანი ტურინული გამომცემლობის მტკიცებით, ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა შემტევს მის ტაქტიკურ მონახაზში ვერ ხედავს.
მართალია ფედერიკოს თაობაზე იუვე დაკვირვების უკვე არაერთი წელია ახორციელებს, თუმცა როგორც ჩანს მინიმუმ იმ დრომდე მოუწევს მოცდა, სანამ სარის მთავარი მწვრთნელის პოსტი უკავია.
სხვათაშორის როკო კომისომ თავის მხრივ ორიოდე კვირის უკან, საჯაროდ დააფიქსირა რომ არ აპირებს ნიჭიერ მოთამაშესთან დამშვიდობებას..
საერთოდაც, ფიორე კიეზა უმცროს 60-70 მილიონად აფასებს.