ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს მილანთან გამართული მატჩის შემდეგ:
ბუფონი – 6 – ფაქტიურად უსაქმოდ იყო.. მილანს ძალიან უჭირდა ნახევარზე გადასვლა და დარტყმაზე თან ზუსტზე საუბარი ხომ ზედმეტია.
დანილო – 6 – საიმედოდ ირჯება, მაგრამ რებიჩმა ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ სათადარიგოთა სკამზე მყოფებმა სუნთქვა შეაჩერეს.. საბედნიეროდ მარჯვენა მცველ დაშავებას გადაურჩა და სტაბილური შეხვედრა ჩაატარა.
დე ლიხტი – 7 – რებიჩი სანამ მინდორზე იყო გაქანების საშუალება არ მისცა. საერთოდაც, უშეცდომოდ მოქმედებდა.. ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.
ბონუჩი – 6 – ჰოლანდიელის გვერდით კომფორტულად გრძნობდა თავს.
ალექს სანდრო – 6.5 – დუგლას კოშტასთან ერთად მარცხენა ფლანგზე პროდუქტიული დუეტი შექმნა. კარგია როგორც შეტევაში, ასევე უკან.. მატჩის მიწურულს ეფექტურად გაისროლა და რომ არა დონარუმა..
პიანიჩი – 5 – პირველი ტაიმი ორ ნახევრად, რომ დავყოთ ბოსნიელის თამაში სხვადასხვანაირად შეფასდება. იწყებს აქტიურად.. მაღლა აწეულ პრესინგში ეფექტურია, მაგრამ უშუალო მოვალეობის შესრულებას ნაკლებ ეფექტურად ასრულებს.
ხედირა – 6 – 62 წუთზე – ტაქტიკური როლისთვის.. რამდენიმე ჭკვიანური გადაადგილება, რითაც რიცხობრივ უპირატესობას ქმნის.. შესაძლოა მაღალი ტემპით არ გამოირჩა, მაგრამ ამ თამაშისთვის ეს საკმარისი იყო.
ბენტანკური – 7 – პიანიჩის მინდორზე ყოფნისას მას ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ მოუწია გადანაცვლება.. თუმცა, ეს ამას მის კარგ თამაშზე ზეგავლენა არ მოუხდენია. თავდაჯერებული და ცივსისხლიანია.
მატუიდი – 6 – ტრადიციულად მთელს მოედანზე დაუღალავად გადაადგილდება, მიუხედავად იმისა რომ სულ ახლახანს შეუდგა დიდი დატვირთვით ვარჯიშს.
რაბიო – 62 წუთიდან – 5 – მსუბუქად, მაგრამ რასაც მისგან სარი ელოდა ვერ აჩვენა.
დუგლას კოშტა – 6 – დაუღალავად დაფრინავს.. ეძებს სივრცეებს და ცდილობს მეტოქე 1-1 -ზე გამოიჭიროს, რაც ოპონენტისთვის დამღუპველი აღმოჩნდება. კარგად კომბინირებს სანდროსთან. თუმცა, ფიზიკური კონდიციები თავისას შვება და 30 წუთის შემდეგ, მეტოქეს ასე იოლად ვეღარ ცდება..
ბერნარდესკი – 5.5 – დგება მარცხენა ფლანგზე და ცდილობს გუნდს კომფორტული სიტუაცია შეუქმნას შეტევის განვითარების თვალსაზრისით. ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით კარგად გამოიყურება.
რონალდუ – 5 – აბსოლუტურად არ იყო მისი საღამო, თუმცა სხვათაშორის სწორედ მისმა გატანილმა გოლმა გაიყვანა იუვე იტალიის თასის ფინალში. ეს ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, მილანში პირველ დაპირისპირებაში მოხდა. ამ თამაში 11-იანიც გააფუჭა და საერთოდაც, ბევრი წუნი დაფიქსირდა..
დიბალა – 6.5 – პორტუგალიელისგან განსხვავებით პროდუქტიულია. კარგად მოძრაობს და ქმნის ხიფათს.. ბურთი რომ მას აქვს, მომენტალურად რაღაცას ელი და არგენტინელი ცდას არ აკლებდა.
სარი – 6.5 – აქტიურად იწყებს.. თუმცა, ტემპი 30 წუთში ვარდება რაც სრულებით გასაგებია. თუმცა, შემდეგ გუნდი არეულად მოქმედებს და მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ წინ აქვს.. ახლა მთავარი იყო შედეგი და მან ეს უზრუნველყო.