ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ ინტერვიუს:

“ეს სიტუაცია ყველასათვის უჩვეულოა.. ამ მხრივ გამონაკლისი არავინ არის.. 

თუმცა, ბიჭებმა საწყის 30 წუთში რაც აჩვენეს, ნამდვილად აპოლოდისმენტებს იმსახურებს.. მაღალ სიჩქარეზე ბურთის გადაადგილება და მეტოქის მის ნახევარზე მიჯაჭვა..

ბურთს ერთი ან მაქსიმუმ ორი შეხების შემდეგ დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა. ეს ის არის, რასაც ბიჭებისგან ველოდები..

თან ეს ყველაფერი მეტოქის ნახევარზე, საჯარიმოს ხაზთან 25 მეტრში ხდებოდა. 

რა მოხდა ამის შემდგომ? ნურავის დაავიწყდება, რომ ბიჭები 70 დღის მანძილზე შინ იყვნენ გამოკეტილები და ამ სტრესულ სიტუაციას უყურებდნენ..

ამასთან ერთად სიცხემაც თავისი დაღი დაასვა.. ივნისში თამაში იოლი არ არის. ამიტომ აუცილებელია ცოტაოდენი მოთმინება და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

კრიშტიანო რონალდუს ვთხოვეთ, რომ გუნდზე ეთამაშა რადგან ამას ჩვენი ტაქტიკური ნიუანსები მოითხოვდა. პორტუგალიელი დაგვთანხმდა და ეს ბრყინვალე ინფორმაცია იყო.

11 მეტრიანი? ამაზე პასუხი არ არის.. უბრალოდ უიღბლობა.. სხვა მხრივ კრიშტიანომ თანაგუნდელებს დიდი დახმარება გაუწია.. მას ფანტასტიური მახასიათებლები აქვს და სულ რომ საჯარიმოდან 5 მეტრის დაშორებით იმოქმედოს, შედეგს მაინც მოიტანს.

ბევრი მეკითხება პიანიჩს მეცალაზე რატომ არ ვაყენებ.. მიფიქრია, რომ ბენტანკური რეჯისტაზე გავამწესო, ხოლო ბოსნიელი ზემოთხსენებულ პოზიციაზე.. თუმცა, დამიჯერეთ ეს დიდი შეცდომა იქნება.

დუგლას კოშტათი კმაყოფილი ვარ.. მაშინაც კი როცა მოედნიდან გამომყავდა, ყველაზე ცოცხალი ჩანდა. პროგრესირებს და ახლა მთავარია მისი ძალები სწორად გადავანაწილოთ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x