ახალი დეტალები პიანიჩის მომავალთან დაკავშირებით
მირალემ პიანიჩს საქმე რომ კარგად არა აქვს, ამაზე უკვე არაერთი თვეა იწერება..
იტალიის თასის ფინალში იუვენტუსი ნაპოლის უკვე მიმდინარე კვირაში დაუპირისპირდება..
კულუარული ცნობებით მაურისიო სარი კვლავინდებურად უკმაყოფილო დარჩა ბოსნიელის მოქმედებებით და მის გამოყენებას თასის ფინალში აღარ აპირებს.
ეს გარკვეულწილად შეტყობინება გახდა ხელმძღვანელობისთვის, რომელიც მის გასხვისებას მაქსიმალურად ეცდება.
დღეისათვის პიანიჩს მსურველები არ აკლია, თუმცა გასარკვევია რა ფორმულით მოხდება ნახევარმცველთან განშორება..
ჰორიზონტზე ისეთი ბარტერი, რომელიც იუვეს დააკმაყოფილებს არ ჩანს.. ხოლო პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას ყველა კლუბი დიდი სიფრთხილით ეკიდება..
ასე რომ, პიანიჩის გაყიდვა კი გადაწყვეტილია, მაგრამ ამ საქმის შესრულება საკმაოდ რთული იქნება.