ჯანლუიჯი ბუფონი:”სარის იუვეს მომავალ სეზონში ნახავთ”

ჯანლუიჯი ბუფონი
ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებით მაურისიო სარის იუვენტუსი საკუთარ სახეს მომავალ სეზონში გვაჩვენებს:
“მიმდინარე სეზონშიც იყო აფეთქებები.. გუნდი საოცრად გააზრებულ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა..
ილუზია არავის უნდა ქონოდა, რომ მწვრთნელი მოვიდოდა და ორ საათში მის მოთხოვნებს 90 წუთის მანძილზე შევასრულებდით..
ყველაფერი წინ არის.. სამწუხაროა, რომ ამ სიტუაციამ პროცესი შეაფერხა, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მომდევნო წელზე.. აი აქ სარის იუვენტუსი სრული სვლით ამუშავდება.
მილანთან შეხვედრაში საწყისი 45 წუთში ინტენსიურად ვმოქმედებდით.. ფეხბურთს მოწყურებულებმა მაღალი ტემპი ვაჩვენეთ..
გოლი? არის ეპიზოდები, როდესაც ბურთი უბრალოდ არ შედის კარში.. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტოქეს მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
კრიშტიანო რონალდუ განსაკუთრებული ჩემპიონია.. 35 წლის ასაკში მას ზედმიწევნით შეუძლია პროცესზე გავლენის მოხდენა და მისი რეაქცია როსონერისთან სრულებით ბუნებრივი იყო.
პაულო დიბალა ბრწყინვალე ფორმაშია.. ვარჯიშებზე უმატებს და უმატებს.. იგრძნო, რომ შეუძლია იყოს გადამწყვეტი და მიზნის მისაღწევად მუხლჩაუხრელად შრომობს!
ანტონიო კონტე? კარგად ვიცნობ.. არასდროს ნებდება და უკანასკნელ წამამდე იბრძოლებს.. ინტერი იუვენტუსს მოუთმენლად ველოდით.. ეს დიდი მოვლენა იქნება.
ლაციო ჩემთვის მოულოდნელობა არ არის.. სიმონე ინძაგიმ დიდებული სამუშაო გასწია და მიმდინარე სეზონში გუნდმა ნაყოფიერი, სანახაობრივი და ეფექტური თამაში აჩვენა.
მარცხი ლაციელესთან? რიგი ეპიზოდების წარუმატებლობა აისახა.. დაიწყო ცუდად და დამთავრდა ცუდად..
თავს კარგად ვგრძნობ.. სხვა თუ არაფერი ამ პერიოდის მანძილზე დასვენების საშუალება მოგვეცა და დღეისათვის ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით მშვენივრად ვარ.”