ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი:”რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა”

მას შემდეგ რაც იტალიაში ფეხბურთი განახლდა, იუვენტუსმა ორი მატჩის ჩატარება მოასწრო..

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდის შესრულებით ეს იყო ორი უსახური 90 წუთიანი სანახაობა და რაც მთავარია, მათ ვერ მოახერხეს ვერცერთ მათგანში გოლის გატანა..

მაურისიო სარი კი კვლავინდებურად იტალიური ჯილდოს გარეშე დარჩა.. ჯენარო გატუზომ კი ტურინელთა დამარცხებით, სამწვრთნელო კარიერაში პირველი თასი მოიპოვა..

მატჩის შემდეგ ტურინელთა თავკაცი სხვადასხვა თემას შეეხო:

“გულშემატკივრები, ფეხბურთელები და კლუბის წარმომადგენლები უკმაყოფილოები დარჩნენ, მაგრამ სამწუხაროდ დღეისთვის მეტს ვერ გავაკეთებთ, რადგან სიმტკიცე გვაკლია..

გარკვეული ფეხბურთელები დაგვაკლდნენ, რის გამოც ტაქტიკური სახის ცვლილებების განხორციელება მომიწია.. ამასთანავე სიტუაციიდან გამომდინარე ოპტიმალური ფიზიკური კონდიციებისგანაც შორს ვართ.

ბურთი კარგად გვიჭირავს, მაგრამ როდესაც მეტოქის საჯარიმოს ვუახლოვდებით, პრობლემები გვეწყება.. თითქოს ვიკარგებით და ცივსისხლიან გადაწყვეტილებებს ვერ ვღებულობთ..

კონცენტრირების თვალსაზრისით პრობლემა ვერ დავინახე, რადგან ბიჭები 90 წუთის მანძილზე დიდი ყურადღებით მოქმედებდნენ.

უჩვეულოა როდესაც ზედიზედ მეორე თამაშს გატანილი გოლის გარეშე ვასრულებთ..

პრობლემის არსი? ფეხბურთელების მახასიათებლებია.. ცალკეულ მოთამაშეებზე მაქვს საუბარი.

კრიშტიანო რონალდუ ზუსტად ისეთ ფორმაში იმყოფება, როგორშიც არიან დუგლას კოშტა და პაულო დიბალა. სიმწვავე აკლია, ისევე როგორც მთელ გუნდს.

ფეხბურთელებთან პრაქტიკულად არ მისაუბრია.. ასეთ დროს ჯობს ენა გააჩუმო.. ყველაფერს დილით განვიხილავთ.”

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

მეტოქის საჯარიმოს რო უახლოვდებით ბატონო მაურისიო 1 ან 2 ფეხბურთელის გარდა არავინ არ ადის ზემოთ საჯარიმოში და რომელ ფანტაზიაზეა საუბარი იმ ერთმა ფეხბურთელმა მოჩვენებებს გაუკეთოს პასი :D განსაკუთრებით მაშინ როდესაც ფლანგიდან ხდება ზემოთ აწევა. ჩემი აზრით ვარჯიშებზე ყველაფერს უნდა შეეშვან და კუთხურებზე უნდა ივარჯიშონ! საზიზღრული განლაგება აქვთ მოედანზე ყველანაირად გინდ სტანდარტულებზე გინდ ისე.

Mad Max
Mad Max
4 years ago

ეხლაც არ გაგდებენ ამ დებილს ?

Last edited 4 years ago by Mad Max
| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x