ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ნაპოლისთან მარცხის შემდეგ:
ბუფონი – 7.5 – ჯიჯისთვის ეს თამაში მორიგი საკოლექციო ნიმუში გახდებოდა, იუვენტუსის ფეხბურთელებს მისგან ბოძებული შანსი ერთხელ მაინც, რომ გამოეყენებინათ.. ორივე ტაიმში არაერთხელ იხსნა გუნდი და სამწუხაროდ 11-იანების სერიაში თანაგუნდელებმა ყველაფერი წყალში ჩაუყარეს.
კუადრადო – 6.5 – ნორმალური იყო უკანა ხაზში, რასაც ვერ ვიტყვით წინ წასვლაზე.. მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესია, მაგრამ რაღაც გრანდიოზული არაფერი გაუკეთებია.
ბონუჩი – 6 – რთული მატჩი გამოდგა.. იდეალური არ იყო მაგრამ საჭირო დროს გუნდს მაინც ეხმარებოდა.
დე ლიხტი – 7 – 45 წუთში ქონდა გადაცემების 100%-იანი სიზუსტე, ჩაჭრები, ართმევები და ასე შემდეგ. მეორე ნახევარშიც მშვიდად გააგრძელა ასპარეზობა და პრაქტიკულად უშეცდომო იყო.
ალექს სანდრო – 6.5 – დაცვაში ჩვეულად საიმედოა. შეტევაშიც, რამდენიმე პროდუქტიული ჩართულობა გააკეთა.
მატუიდი – 5 – ჩვეული თამაში.. დაუღალავი გადაადგილება, ჩაჭრები და მსგავსი შავი სამუშაო. შექმნაში კი სრულიად არაფერი.
პიანიჩი – 5 – პირველ ნახევარში მშვიდად ირჯებოდა.. სიმწვავე აკლდა, მაგრამ ზუსტი იყო. შემდეგ სადღაც აორთქლდა.
ბენტანკური – 5.5 – შედარებით აქტურია, მაგრამ თამაშზე ზეგავლენა თითქმის არ მოუხდენია.
რონალდუ – 5 – დასაწყისშივე მიეცა იდეალური შანსი, რომლის გამოყენება ვერ მოახერხა.. სხვა მხრივ გაფანტული და გადაღლილი გამოიყურებოდა.
კოშტა – 5.5 – გუნდი ცდილობდა მის გამოყენებას და ბურთი ბრაზილიელთან ხშირად იყო, მაგრამ მისდა სამწუხაროდ იმდენად მარწუხებში ყავდათ მოქცეული, რომ გაქანების საშუალება არ მიეცა.
დიბალა – 5 – პირველ ტაიმში რონალდუზე კარგი გადაცემა.. იბრძვის და არ ნებდება.. ფიზიკურად კარგად გამოიყურება.. მეორე ტაიმში გუნდთთან ერთად ქრება..
შეცვლაზე შემოსულები:
ბერნარდესკი – შეფასების გარეშე – უნდოდა მატჩზე ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ეს ვერ შეძლო.
რემზი – შეფასების გარეშე – გვიან შემოვიდა და ნახევარდაცვას სიტუაციის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
დანილო – შეფასების გარეშე – თხილამურებით დასეირნობდა.
სარი – 5 – სეზონში მეორე მარცხი ფინალში.. გუნდს საგოლე მომენტების შექმნა უჭირს. არანაირი ფანტაზია, როდესაც ბურთი ბოლო 30 მეტრიან მონაკვეთში ტრიალებს. ჩემპიონატის განახლებას, კლუბი საშინელ სიტუაციაში ხვდება.
ერთი ბუფონის შეფასებას ვეთანხმები, დანარჩენებს ყველას ორიანები უნდა დაუწერო