ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო კაპელო:”სარის წუწუნი გაუგებარია”

ფაბიო კაპელო

ფაბიო კაპელო იუვენტუსის მარცხზე საუბრობს:

“სიმართლე გითხრათ ჩემთვის მაურისიო სარის კომენტარი გაუგებარი იყო..

დღევანდელ იუვენტუსს რეზერვის პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს.. გუნდს ორი თანაბარი დონის შემადგენლობა აქვს და ასეთი უსახური ასპარეზობის შემდეგ კადრების დეფიციტზე საუბარი სირცხვილია.

სარი უდაოდ კარგი სპეციალისტია და ვფიქრობ, მომავალ სეზონშიც ტურინში დარჩება.. იუვეს გაძღოლა ასეთი იოლი არ არის.. 

რაც შეეხება კადრების დეფიციტს.. პრობლემა არის ფეხბურთელების ხარისხში.. ან ინდივიდუალიზმში.. გააჩნია შენ მათ რა მითითებებს აძლევ და რისი მოცემა შეუძლიათ..

საბოლოო ჯამში, ადაპტაციას ახდენ მათი საშემსრულებლო ოსტატობიდან გამომდინარე.. უდაოდ რთულია თუ შენ სხვა ფილოსოფია გაქვს, ხოლო ფეხბურთელებს მასთან ადაპტაცია რიგი მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან უჭირთ..

ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, როგორ იტანჯებოდა გუნდი მეორე ტაიმში.. ცდილობდნენ დაცვის გარღვევას, რასაც შედეგი არ მოუტანია..

ანალოგიური იყო მილანთანაც და სამწუხაროდ, იუვესთვის ეს უკვე ტენდენციური ხდება.”

1 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

სწორს კი ბაზრობს მაგრამ ამასაც რა გუნდი ყავდა და რეებს თამაშობდა.არასდროს არ მევასებოდა კაპელო. ისეთი შენელებული კადრებივით გადაადგილდებიან ხოლმე მოედანზე თითქოს საფეხბურთო პაუზა არ ქონიათ.42 წლის ბუფონმა როგორ უნდა აჯობოს მთელ გუნდს ვერ ვხვდები ტიპმა სასწაულები ჩაიდინა დაცვა უბრალოდ ფაფხურობდა.ალექს სანდრო ძალიან შეიცვალა (როგოგორც პიანიჩი) ძაან ანელებს შეტევებს ფლანგებიდან.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x