დი მარციო:”საქმე განახლდა და შესაძლოა მალე დაიხუროს”

ჯანლუკა დი მარციო
ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, რამდენიმე საათის არტური-პიანიჩის საქმე ისევ აქტუალური გახდა და უფრო მეტიც..
ბრაზილიელთან დაკავშირებით ერთგვარი პროგრესი შეინიშნება, მას შემდეგ რაც ქვეყნდებოდა ცნობები თითქოს იგი არაფრის დიდებით არ აპირებდა ბარსელონას დატოვებას.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუმცა შეთანხმების მიღწევა 30 ივნისამდე უნდა მოხდეს, სხვადასხვა ფინანსური ასპექტებიდან გამომდინარე.
დი მარციოს ცნობით იუვე პიანიჩს 70 მილიონად აფასებს, ხოლო ბარსა არტურს 80 მილიონად..
თავად სამხრეთ ამერიკელ შემტევს ტურინელები სეზონში 5 მილიონს თავაზობენ, რაც ორჯერ მეტია ვიდრე ის ახლა ესპანურ გრანდში ღებულობს.