ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრობლემები მარკო პიაცასთან დაკავშირებით

მარკო პიაცა

მარკო პიაცა იუვენტუსისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა..

სხვადასხვა მედია გამომცემლობის ცნობით, ფეხბურთელი რომელიც ახლა არენდის წესით ანდერლეხტში იმყოფება, უახლოეს პერიოდში ტურინში დაბრუნდება.

ხორვატმა შემტევმა ბელგიური გრანდის რიგებში 4 შეხვედრა გამართა და ერთი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მათი დარწმუნება საბოლოო გამოსყიდვაში ვერ მოახერხა.

COVID-19 -ის გამო კი პროცესმა უფრო რადიკალური ხასიათი მიიღო, რის გამოც იუვენტუსმა ანდერლეხტმა გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.

ფაბიო პარატიჩისთვის ეს შესაძლოა დიდ პრობლემად წარმოიშვას, რადგან ახალგაზრდა შემტევთან კონტრაქტი ამ არენდის წინ გახანგრძლივდა და დღეისათვის პიაცა ტურინში 2023 წლამდე გაჩერდება.

სეზონში მარკოს ანაზღაურება სამი მილიონი ევროა და მისი თამაშის სიხშირიდან გამომდინარე, ეს მართლაც დიდი პრობლემაა..

სხვათაშორის ბელგიური კლუბის წინ, მისი ხელში ჩაგდება საბოლოო გამოსყიდვით კალიარის სურდა, მაგრამ ტურინელებმა უპირატესობა რატომღაც ზემოთხსენებულ გუნდზე შეაჩერეს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x