La Repubblica:”მხარეებს შორის შეთანხმება შედგა”
La Repubblica -ს მტკიცებით იუვენტუსსა და ბარსელონას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
რამდენიმე თვეა აქტიურად იწერებოდა მირალემ პიანიჩის ტურინში გადასვლაზე, ხოლო საპირისპირო მიმართულებით კატალონიიდან არტური უნდა გამგზავრებულიყო.
დღევანდელი ცნობებით, მხარეებმა პრაქტიკულად ყველა ნიუანსი შეათანხმეს და ტრანსფერი 30 ივნისამდე ოფიციალურად დადასტურდება.
როგორც კი სხვა წყაროები ამ ცნობებთან დაკავშირებით მეტ სიახლეს გამოაქვეყნებენ, ჩვენ უმალვე გაგიზიარებთ.