ტუტოსპორტი იუვენტუსის საორიენტაციო შემადგენლობას აქვეყნებს
დღეს, იუვენტუსი სერია ა-ს დაუბრუნდება და სტუმრად სინიშა მიხაელოვიჩის გაწვრთნილ ბოლონიას დაუპირისპირდება.
ტურინელები აღნიშნულ შეხვედრას ფსიქოლოგიური პრობლემების გარდა, რომელიც იტალიის თასის ფინალში უსახური და წაგებული მატჩის დამსახურებაა, ტრავმების გარკვეული რაოდენობითაც ხვდებიან..
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ალექს სანდრო, სამი ხედირა, გონსალო იგუაინი, ჯორჯო კიელინი..
გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას, რომელიც უმეტესწილად სწორად ასახელებს 11-ეულს:
კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.. ჯანლუიჯი ბუფონმა გასული ორი მატჩი უდაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა კარში ადგილის დათმობა პოლონელისთის მაინც მოუწევს..
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო იასპარეზებს.. საპირისპიროზე მატია დე შილიო რომელიც ტრავმირებულ ალექს სანდროს ჩაანაცვლებს..
ცენტრალურ დუეტს ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი დააკომპლექტებენ.
შუახაზში როდრიგო ბენტანკური, მირალემ პიანიჩი და ადრიენ რაბიო მოიაზრებიან..
სხვათაშორის არაერთ გვერდზე გამოქვეყნდა, რომ ბოსნიელ შუახაზელსა და მაურისიო სარის შორის შეკამათება მოხდა.. მწვრთნელი უკმაყოფილოა მირალემის მოქმედებებით..
თავდასხმის ხაზში ტრიო არ იცვლება.. კრიშტიანო რონალდუ, პაულო დიბალა და დუგლას კოშტა რიგით მესამე მატჩში შეეცდებიან გოლების ან თუნდაც გოლის გატანას..
ბოლო ორი თამაშია იუვენტუსი მატჩს უგოლოდ ტოვებს და საინტერესოა, ამ ნეგატიურ სტატისტიკას ბოლო როდის მოეღება.
შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება და ჩვენ მის დაწყებამდე რამდენიმე ბმულს გვერდზე გამოვაქვეყნებთ.