ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი განახლებულ სერია ა-ს ბევრად მომზადებული შეხვდა, ვიდრე ეს იტალიის თასსზე ვიხილეთ..

გუნდი ნაყოფიერად მოქმედებდა და შედეგი რომელიც დაფიქსირდა, სრულებით დამსახურებული იყო. 

ახლა კი გთავაზობთ შეფასებებს, რომელიც ტურინულმა გამომცემლობა La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 5.5 – გასაგებია, რომ მცველების დახმარებით საქმე ნაკლები ქონდა, თუმცა გამოსვლებზე აგვიანებდა, რაც შეიძლებოდა ძვირად დაჯდომოდა.

კუადრადო – 6.5 – დაცვაში განსაკუთრებულად საიმედოა.. გაანალიზა შეცდომები, რომელიც წინა შეხვედრაში დაუშვა. შეტევეშიც მაღალ ტემპს ინარჩუნებდა და ბერნარდესკის დახმარების ხელს უწვდიდა.

დე ლიხტი – 7 – მატჩის საწყის წუთებში დაშვებულმა შეცდომამ მასსზე კარგად იმოქმედა და ამ წამიდან მოყოლებული კონცენტრირება წამითაც არ დაუკარგავს. ყოველგვარი პრობლემის გარეშე უმკლავდება ყველა ხიფათს, რომელიც მის ზონაში ხვდებოდა.

ბონუჩი – 7 – ჩანასახშივე ანეიტრალებდა მეტოქის იერიშს.. არაერთხელ მნიშვნელოვანი ჩაჭრით შეძლო პოტენციურად სახიფათო მომენტის გაუქმება. სხვა მხრივ ტრადიციულად ეხმარება გუნდს დაცვიდან სწრაფად ამოსვლაში.

დე შილიო – 6 – ორსოლინი ძალიან სახიფათო, სწრაფი და არაორდინალურია, რომელსაც მშვენივრად უმკლავდება და ანეიტრალებს. თუმცა, მინდორს მეორე ნახევარში კუნთებთან დაკავშირებული ჩვეული პრობლემის გამო ტოვებს.

დანილო – 4 (66 წუთიდან) – ცუდად ჩაერთო თამაში და საბოლოო ჯამში იმდენი ქნა, რომ წითელი ბარათიც მიიღო. 

ბენტანკური – 6.5 – ბევრად კონცენტრირებული და დავალებაზე ორიენტირებული. სწრაფი და ეფექტური.. ზუსტად ასრულებს სარის მითითებებს. მთავარია ეს შედეგი სტაბილურად შეინარჩუნოს.

პიანიჩი – 5.5 – მორიგი ჩაგდებული თამაში.. უჭირს მაღალი ტემპის შენარჩუნება და ძირითადად შორიდან უყურებდა პარტნიორების მოქმედებებს.

რემზი – 70 წუთიდან – 6 – კარგად ერთვება შეხვედრაში.. უფრო ენერგიულია.. რამოდენიმე კარგი დრიბლინგი და სწრაფი გადაწყვეტილებები, რომელიც ბოსნიელს აკლდა.

რაბიო – 6 – არასტაბილურია.. დიახ, ნაყოფიერად მოქმედებს, თუმცა პერიოდულად აგდებს ტემპს და ეთიშება თამაშს.. საოცარია, რომ საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს ხშირ შემთხვევაში არ იყენებს.

მატუიდი – 70 წუთიდან – 6 – გამოდის ჩვეული მისიის შესასრულებლად. რაც ყველაზე კარგად გამოდის.. დანგრევა და შენარჩუნება.

ბერნარდესკი – 7 – უმაღლესი დონის თამაში იტალიელი გარემარბის შესრულებით, რომელიც თავის პოზიციაზე ასპარეზობდა. მარჯვენა გარემარბის ამპლუაში ბერნა ეფექტურად მოქმედებდა ზონებს შორის და ქმნიდა სხვაობას. თავდაპირველად დიბალას შეუქმნა იდეალური პოზიცია, როდესაც ქუსლით ეფექტურად საგოლედ უპასა, ხოლო შემდეგ რონალდუ გაიყვანა ერთი-ერთზე.. თავადაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ შორეული დარტყმა ძელს მოხვდა.

დიბალა – 7.5 – ბრწყინვალედ მოქმედებს! თავისუფალი ფორვარდის ამპლუაშია და მინდორზე იმ ზონაშია, სადაც გუნდს ჭირდება.. იტანს იტალიელის დახმარებით ეფექტურ გოლს, ხოლო შემდეგ თავადაც აძლევს ბერნას გატანის შანს, თუმცა ბურთი ამჯერად ძელს მოხვდა.

რონალდუ – 6.5 – ცოტათი უკეთესია.. აგრესია მატულობს და ფიზიკური კონდიციებიც.. იტანს გოლს და ქონდა რამდენიმე შანსი. 

სარი – 6.5 – იტალიის თასსზე განცდილი წარუმატებლობის გამო გამარჯვებით მცირეოდენ რეაბილიტირებას ახდენს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს მისი შეგირდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. ბერნარდესკის მარჯვენა გარემარბზე დაყენებით არ ცდება და გარკვეულწილად შედეგი სწორედაც რომ ამ ცვლამ უზრუნველყო.

4.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x