ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის მატჩისშემდგომი კომენტარი

გასულ მატჩებთან შედარებით, მაურისიო სარი ჟურნალისტების წინაშე კარგ ხასიათზე წარდგა:

“მთელი 70 წუთის მანძილზე, გუნდი იყო მწვავე და ენერგიული.. ეს უკვე პროგრესია, რადგან იტალიის თასსზე თამაშს 20-30 წუთში შევეშვით.

ფედერიკო ბერნარდესკიმ ყველას დაუმტკიცა, რაოდენ მაღალი დონის ფეხბურთელია.. იტალიელი თანაბრად კარგი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.. მას ხშირად აკრიტიკებენ, რაც ნამდვილად უადგილოა.

ბევრი მომენტი გვქონდა, რომ თამაში 3-0 დაგვემთავრებინა, მაგრამ მატჩის მიწურულს ენერგია აღარ იყო და ამიტომაც დავიხიეთ უკან.. ეს არ იყო ფილოსოფია ან ტაქტიკა, უბრალოდ ძალის ამოწურვამ თავისი გააკეთა.

მსოფლიო დონის ფეხბურთელების ყოლა ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ინდივიდუალურად შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა..

თუმცა, ისე უნდა მოვიქცეთ რომ გუნდმა ერთიანი მექანიზმით შეძლოს მიზნის მიღწევა, რადგან ეს ინდივიდუალიზმი ყოველთვის ვერ გვიშველის.

მატეის დე ლიხტი იმ იშვიათ მოთამაშეებში შედის, რომლებსაც ამ ასაკში ადაპტაცია არ გაუჭირდათ.. ჰოლანდიაში დაცვით თამაშს დიდ ანალიზს არ უკეთებენ.. ამიტომ აპენინებზე ასეთ სწრაფ ტემპში შეგუება იოლი არაა..

აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ რომ ჰოლანდიელი ევროპის ერთ-ერთი საუკეთსო მცველი გახდება!

ფეხბურთში არსებობს მოსაზრებები და ფაქტები.. თუ მოსაზრებებს მოვუსმენთ, ნათელი ხდება რომ გუნდი ნაწილებად იშლება.. ხოლო ფაქტები კარგად მიუთითებენ რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ვიმყოფებით.

იუვენტუსის კრიტიკა რომ გაზვიადებულია ყველას ესმის.. მაგრამ ამ ფაქტს ჩვენს სასარგებლოდ ვიყენებთ, რათა დავიბრუნოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციები რაც შეიძლება მალე.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x