ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორიგი კანდიდატი იგუაინის პოზიციაზე..

გონსალო იგუაინი იუვენტუსის რიგებში დიდხანს რომ არ დარჩება ყველას კარგად ესმის..

აქედან გამომდინარე, ბიანკონერი აქტიურად ეძებს ცენტრ-ფორვარდს, რომელიც კრიშტიანო რონალდუს და პაულო დიბალას შეუერთდება..

ერთ-ერთ ვარიანტად ბოლო ხანებში ვულვერჰემპტონის ფორვარდი რაულ ხიმენესი სახელდება..

თუმცა, პრემიერ ლიგის ბინადრები მის ასე იოლად დათმობას ნამდვილად არ აპირებენ და საწადელის მიღწევას ბოლომდე ეცდებიან..

სხვადასხვა მედია საშუალების მტკიცებით, მგლების ამბიცია იმდენად მაღალია რომ მექსიკელის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურთ..

ასეთ შემთხვევაში რთულად წარმოსადგენია, რომ ტურინელებმა არათუ ხიმენესში, არამედ რომელიმე ფორვარდში ასეთი თანხა “გაისროლონ” მსოფლიოში არსებული პანდემიიდან და მასთან დაკავშირებული კრიზისიდან გამომდინარე.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x