ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი რამდენიმე საათია ობამეიანგზე გააქტიურდა

არტურ მელოს ტრანსფერი ფაქტიურად დაიხურა და მხარეების მას უახლოეს პერიოდში გააოფიციალურებენ.

თუმცა, პარალელურად იუვენტუსი ფორვარდის ძიებით არის დაკავებული და როგორც ირკვევა, მათ გაფართოებულ სიაში ახლა პიერ ემერიკ ობამეიანგიც შევიდა..

არსენალის შემტევს კონტრაქტის მიხედვით ერთი წელი აქვს დარჩენილი და ბიანკონერის ასეთ თემებს ყოველთვის დიდი ყურადღებით აკვირდება.

ინტერი დიდი ხანია რაც მისით ინტერესდება, თუმცა სხვადასხვა მედია საშუალების მტკიცებით, ბოლო რამდენიმე საათია ტურინელები სერიოზულად გააქტიურდნენ.

თავად ობამეიანგი მომავალთან დაკავშირებით გაორებულ პასუხს აკეთებს:

“ლონდონელებთან კონტრაქტზე ადრე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მას შემდეგ ძვრა არ ყოფილა.

შესაძლოა ჩემს ცხოვრებაში ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, ყველაფერზე მართებს დაფიქრება.

ფაქტია, არსენალს ჯერჯერობით უპირატესობა აქვს, მაგრამ რა იქნება მომავალში არავინ იცის.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x