ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე იუვენტუსი სერია ა-ს მორიგ ტურში ლეჩეს დაუპირისპირდება.

ტრადიციულად ტუტოსპორტმა ტურინელთა სავარაუდოდ 11-ეული შემოგვთავაზა:

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს, რომელიც განსხვავებით ჯანლუიჯი ბუფონისგან გასულ მატჩში არცთუ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

დაცვის ხაზში და განსაკუთრებით ფლანგებზე, ბიანკონერის გარკვეული საკადრო პრობლემები აქვთ..

საქმე იმაშია, ტრავმა მიიღეს ალექს სანდრომ და მატია დე შილიომ.. დანილომ კი გასულ შეხვედრაში მოედანი მის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე წითელი ბარათის გამო დატოვა.

აქედან გამომდინარე მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს, ხოლო მარცხენა ფლანგზე ბლეზ მატუიდის უნდა ველოდოთ, რომელმაც უკვე იასპარეზა ამ როლში რამდენიმეჯერ.

ცენტრალური დუეტი კი უცვლელად წარმოდგენილი იქნება ლეონარდო ბონუჩის და მატეის დე ლიხტის მიერ.

შუახაზში მირალემ პიანიჩი რომელიც ყურადღების ცენტრშია მოქცეული სატრანსფერო ბატალიებიდან გამომდინარე სასტარტოში მოიაზრება..

როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა გავლენიანმა მედია უწყებამ ბოსნიელი უკვე გააგზავნა ბარსელონაში, ხოლო სანაცვლოდ ტურინში არტურ მელო იასპარეზებს.

შესაბამისად ეს მირალემისთვის ტურინელთა რიგებში ბოლო სეზონია და ვნახოთ, როგორ ნოტაზე დაასრულებს შავ-თეთრულ კარიერას..

მის მხარდამხარ როდრიგო ბენტანკური და ადრიენ რაბიო იასპარეზებენ.

რაც შეეხება წინა ხაზს, სასტარტოში უნდა ველოდოთ ფედერიკო ბერნარდესკის რომელმაც გასულ 90 წუთში ბრწინვალე შთაბეჭდილება დატოვა..

იტალიელს პარტნიორობას პაულო დიბალა და დუგლას კოშტა გაუწევენ.. 

კრიშტიანო რონალდუს დასვენების საშუალება ეძლევა და თუ სასტარტოს გადავხედავთ, ნათელი ხდება, რომ არგენტინელ შემტევს დღეს ცხრუ ცხრიანის პოზიციაზე ან სულაც ისეთ როლში ვიხილავთ, რომელიც პალერმოში ყოფნისას ქონდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x