გონსალო იგუაინი:”კლუბმა ბიძგი მომცა”
გონსალო იგუაინს მძიმე პერიოდის გავლა მოუწია..
ყველას კარგად მოეხსენება, რომ არგენტინელის დედა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და COVID-19-ს გამო პიპიტას გარკვეული ხნის მანძილე მშობლებთან ჩასვლის საშუალება არ ეძლეოდა..
თუმცა, თუ მას დავუჯერებთ მძიმე პერიოდი გადავლილია და ამაში თავისი წვლილი კლუბსაც მიუძღვის:
“ამ რთულ დროს კლუბისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ვიგრძენი, რამაც მაიძულა ცხოვრება ჩვეული რიტმით გამეგრძელებინა..
ეს იყო ბიძგი, რომ რაღაც სიახლე უნდა შემეტანა.. საკუთარ თავში საჭირო ძალა ვიპოვე და ამ გამოძახილს მაღლა აწეული თავით შევხვდი..
საბედნიეროდ შედეგიც მშვენიერია და უსაზღვროდ მოხარული ვარ დღევანდელი გამარჯვებით!
მიზანი იყო ლაციოსთან სხვაობის გაზრდა, მაგრამ მთავარია ტემპი არ დავაგდოთ, რადგან დღეისათვის ყველაფერი შესაძლოა ერთმა შეცდომამ გადაწონოს.”
ნეტა ამას რას გადაეკიდნენ ძაან მიკვირს რა! ამის თავგადაკლული ფანი არ ვარ მარა სიმართლე უნდა ითქვას ყოველთვის მოტივირებულია და ყოველთვის სწორ პოზიციას არჩევს საჯარიმოში დააკვირდით.არც კარანტინამდე ტოვებდა ცუდ შთაბეჭდილებას მიუხედავად იმისა რო სუ ამის გაგდებაზე მიდის საუბარი :|