ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც ლეჩესთან თამაშის შემდეგ La Stampa -მ გამოაქვეყნა..

ტურინელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და მეტოქე დამსახურებულად 4-0 დაამარცხეს:

შესნი – 6 – ყველაფერს კარგად აკეთებს.. როცა საჭიროა რომ ჩაერთოს, პოლონელი ამას საიმედოდ ახორციელებს.

კუადრადო – 5.5 – პირველ ნახევარში ქაოტურად და არასწორად მოქმედებდა. მეორე ნახევარში თამაშს ოდნავ აუმჯობესებს, თუმცა აშკარად გადაღლილი ჩანდა.

დე ლიხტი – 7 – საიმედო ასპარეზობას, გოლიც დაუმატა. ჰოლანდიელმა გაქანების საშუალება არ მისცა ლეჩეს უკანახაზელებს.

ბონუჩი – 6.5 – ჰოლანდიელთან დუეტი კარგად მუშაობს. მათი დამსახურებით იუვენტუსი მეოთხე შეხვედრაა თამაშიდან გოლს არ უშვებს.

 მატუიდი – 6 – უმალვე გადის მარცხენა ფლანგელის პოზიციაზე ადაპტაციას. ცდილობს არამარტო დაცვაში, არამედ შეტევაშიც დახმარების ხელი გაუწიოს საკუთარ თანაგუნდელებს. ზოგჯერ მიზანს ვერ აღწევს, მაგრამ ჯამში კარგია.

ბენტანკური – 6.5 – პირველ ნახევარში მარტივად მოქმედებს, ზედმეტი რისკის გარეშე უფრთხილდება ბურთს. მეორე ტაიმში უფრო თამამია და გამწვავებასაც არ ერიდება.

რემზი – 68 წუთიდან – 6 – კარგად ერთვება და გრძნობს რითმს. რამოდენიმე ვერტიკალური შეტევის ორგანიზატორიც ხდება.

პიანიჩი – 6 – გასულ მატჩებთან შედარებით უფრო აქტიურია.. მეტოქის რიგებიდან სანამ ფეხბურთელს გააძევებდნენ, მაქსიმალურად ცდილობდა პრესინგიდან თავის დაღწევას.. წითელი ბარათის შემდეგ საქმე მასსაც შეუმსუბუქდა.

რაბიო – 6 – კარგი იყო დასაწყისში. კარგი ამოსვლა დაცვიდან და რამდენიმე ნაყოფიერი მოქმედება.. თუმცა, დროის გასვლის შემდეგ შეცდომების დაშვებას უმატებდა.

კოშტა – 6.5 – 52 წუთიდან – ერთვება რეაქტიულად.. კარგი გადაცემები საჯარიმოში.. როდესაც სპრინტს რთავდა მას ვერავინ და ვერაფერი აჩერებდა.

ბერნარდესკი – 6 – ნაკლებად ეფექტურია ვიდრე ბოლონიასთან, მაგრამ ცდას არ აკლებს გუნდის დასახმარებლად. მეორე ნახევარში რამოდენიმეჯერ ხვდება თამაშგარეში.

მურატორე – 6 – 77 წუთიდან – სერია ა-ში მისი დებიუტიც შედგა.. ახლა უკვე ყველაფერი მასსზეა და ვნახოთ ატალანტაში თავს როგორ წარმოაჩენს.

დიბალა – 7 – პირველ 45 წუთში უჭირდა.. მის წინააღმდეგ დიდ პრესინგს ახორციელებდნენ.. მეორე ტაიმში სიტუაცია იცვლება და ერთ ეპიზოდში როდესაც მცირე შანსი მიეცა, ეფექტური გოლიც გაიტანა!

იგუაინი – 7 – ფეხბურთს მოწყურებული სწორი ენერგიით გამოდის. ბრწყინვალედ კომბინირებს რონალდუსთან და გააქვს კიდევაც ნანატრი გოლი.

რონალდუ – 6.5 – უმატებს.. იყო შეცდომები, მაგრამ ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესების გზას ადგას.. ბევრს შრომობს.. იტანს 11 მეტრიანიდან და ატანინებს გონსალოსაც..

სარი – 6.5 – ლეჩესთვის კაცის გაგდებამ იუვენტუსის წისქვილზე წყალი დაასხა. გუნდი აკონტროლებდა ამის შემდეგ ბურთს და მეტოქეს მის ნახევარზე გადასვლის საშუალებას სულ უფრო შეზღუდულად აძლევდა. ზედიზედ მეორე მატჩის მოგება და მდევრებთან უპირატესობის გაზრდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

ლოტიტო კნავის ვინმემ უშველეთ :D
არწივი გაეჩხირა საოპერაციოა კაცი

Last edited 4 years ago by LASHAJUVENTINO
| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x