ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი პოლიტიკის შეცვლას გეგმავს – პარატიჩის მკაფიო დავალება აქვს

ფაბიო პარატიჩი

იუვენტუსმა პირველი საზაფხულო გარიგება ფაქტიურად დახურა..

გუნდმა ბარსელონადან ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი არტურ მელო დაიმატა, რომლის სანაცვლოდაც გუნდი 75 მილიონს გაიღებს, თუმცა ეს პირობითად..

საპირისპირო მიმართულებით კატალონიისკენ მირალემ პიანიჩი გაემზავრება, რომელიც ბარსას 60 მილიონი დაუჯდება.

თანხებიდან გამომდინარე 15 მილიონს იუვე შემდეგნაირად დაფარავს – 10 მილიონი პირდაპირი ინვესტიცია, ხოლო 5 მილიონი ბონუსის სახით.

არტური უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს და სეზონში ჯიბეს 5 მილიონით გაისქელებს.

ახლა სხვა საკითხი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია გუნდის სამომავლო გარიგებების თვალსაზრისით..

ორიოდე დღის უკან ტურინში, ბიანკონერის სათავო ოფისში ხელმძღვანელობას შორის მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ფაბიო პარატიჩის მკაფიო დავალება მიეცა, რომელიც ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა მოახლოებულ 2-3 ფანჯრის პერიოდში სისრულეში უნდა მოიყვანოს.

კლუბის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, ფაბიოს სახელფასო ბიუჯეტის და პარალელურად გუნდის საშუალო ასაკის შემცირება მოუწევს..

უკვე ამ ეტაპზევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა წმენდაზეა საუბარი.. შესაბამისად ჩვენს წინაშე დაახლოებით 1-1.5 წელიწადში სრულებით სხვაგვარი იუვენტუსი უნდა წარდგეს..

აქ საკითხი უფრო შემდეგნაირად დგას, რა გადაწყვეტილებამდე მივა კლუბის ხელმძღვანელობა.. აქცენტი გაკეთდება ნიჭერ იტალიელებზე, თუ კლუბი გააგრძელებს ლეგიონერების დამატებას?

სხვათაშორის არაერთხელ დაიწერა რომ რიკარდო ორსოლინი, როლანდო მანდრაგორა და  ლუკა პელეგრი კლუბში დაბრუნდებიან, თუმცა..

ორსოლინის ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მართებს, ხოლო იგივე მანდრაგორამ კვლავინდებურად მძიმე ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნება ერთი წელით გადაიდო. 

სხვა სამიზნეებზეც კითხვებია.. ძანიოლო, კიეზა, ტონალი.. მათი კლუბები ან საკმაოდ ძვირს ითხოვენ ან საერთოდაც თავად მოთამაშეები არ იკლავენ დიდად ტურინში გადასვლაზე თავს..

ასე რომ წინ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გველის და აქ დიდი ალბათობით პარატიჩის ტურინული მომავალიც სასწორზე დადგა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x