Sky Sport ანდრეა პირლოს ტურინში დაბრუნებას ეხმაურება
ორიოდე დღის უკან იტალიურ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომელიც ანდრეა პირლოს ტურინში დაბრუნებას უკავშირდებოდა.
დღეს, Sky Sport -მა ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მაესტროსთან 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და იგი 23 წლამდე გუნდს გაუძღვება.
დიდი ალბათობით მისი თამაშემწე ბარონიო იქნება..
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობი რჩება, თუმცა ტურინში დაბრუნების ფაქტს თავად Forbes -ი გამოეხმაურა, რომელიც ანდრეა პირლოს მიმართ ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენს.