ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”ისინი მიხვდნენ, რომ სარგებლის მიღება შეუძლიათ”

იუვენტუსმა სერია ა-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.. 

გუნდმა სტუმრად ჯენოასთან დამაჯერებელი თამაში აჩვენა და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა.

მაურისიო სარი კმაყოფილი ჩანდა და აღნიშნა, რომ რაღაც შეიცვალა:

“გუნდმა ბრწყინვალე რეაბილიტირება მოახდინა იტალიის თასსზე განცდილი ფიასკოს შემდეგ..

ფეხბურთელები შესანიშნავ ტექნიკურ და ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან.. მეტოქისთვის არაფრის საშუალება არ მიგვიცია! 

პირველივე ტაიმში ვაკონტროლებდით სიტუაციას და სამი არაჩვეულებრივი გოლით გამარჯვება უდაოდ დავიმსახურეთ.

მირალემ პიანიჩთან რამდენიმე დღეა რაც არ მისაუბრია. თუმცა, COVID-19 ს პერიოდში ხშირად ვსაუბრობდით, რადგან პანდემიამდე ფორმაში არ იყო.

გვსურდა პრობლემის არსი გვეპოვა.. სავარაუდოდ თემა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო.. თუმცა, ახლა დარწმუნებული ვარ სეზონის დასკვნით ნაწილს მაღალ დონეზე ჩაატარებს. დღეისათვის თავს ბედნიერად გრძნობს და მის თაობაზე არ ვნერვიულობ.

პირველ ნახევარში ადრიენ რაბიო კარის მიმართულებით დარტყმას 5 ჯერ ეცადა.. ეს ნიშნავს, რომ იგი იმაზე მეტს იღებდა ვიდრე ევალებოდა.

კრიშტიანო რონალდუ მაქსიმალურად ცდილობს პოზიციის შერჩევას და კარისკენ დარტყმის განხორციელებას.. თუმცა, როდესაც სიჩქარეს კრიფავს და ბურთთან ერთად წინ მიიწევს, უფრო კარგ გადაწყვეტილებას ღებულობს.

სიმართლე ითქვას თავდაპირველად პაულო დიბალას შეცვლას ვგეგმავდი, მაგრამ გამახსენდა რომ კრიშტიანოს ბევრი დრო თამაში დაუგროვდა და თან წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ თუ ანგარიში 3-0 იქნებოდა მას მოედნიდან გავიყვანდი.

რაღაც შეიცვალა.. კრიშტიანო და პაულო ერთმანეთს უკეთ ხედავენ. მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთისგან სარგებლის მიღება. ეს ის არის რაც შევამჩნიე..

ითამაშებს თუ არა ჯანლუიჯი ბუფონი ტორინოს წინააღმდეგ არ ვიცი.. მან კონტრაქტი გაახანგრძლივა და შესაბამისად რეკორდებისთვის წინ კიდევ არაერთი მატჩი ექნება.”

 

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x