ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები (ჯენოასთან მატჩში)

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ჯენოასთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6 – რეალურად მისი შეფასება რთული მისიაა, რადგან პირველ ტაიმში უსაქმოდ იყო, ხოლო მეორე ნახევარში რამდენიმე კარგი გამოსვლა გააკეთა.

კუადრადო – 6.5 – უფრო უკეთ ირჯებოდა შემტევ ფაზაში, ამასთანავე ყურადღებით მოქმედებით დაცვით მანევრირებაში. კარგი დიაგონალური გადაცემა რაბიოზე, რომელიც შეიძლებოდა გოლად ქცეულიყო. 

ბონუჩი – 6.5 – როდესაც ჯენოამ სიჩქარის მოუმატა, რამდენიმე კარგი ჩაჭრა განახორციელა.. თუმცა, ყვითელ ბარათს ვერ გადაურჩა.

დე ლიხტი – 7 – პირველ ნახევარში თითქოს ბევრი საქმე არ ქონია. თუმცა, ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა რაოდენ კარგია მეტოქის ნახევარზეც.. უშეცდომო და კონცენტრირებული 90 წუთის მანძილზე.

დანილო – 5.5 – სუსტია დაცვის ხაზის წევრებიდან.. მის ფლანგზე ბევრი ხარვეზი შეინიშნებოდა.

რაბიო – 6.5 – ბოლო ასპარეზობიდან გამომდინარე, ახლა უდაოდ პროგრესია.. იწყებს ინერტულად მაგრამ იზრდება და ეტაპობრივად სადავეებიც მის ხელში გადადის. შეეძლო გოლის გატანაც, რომ არა პერინი..

პიანიჩი – 6.5 – შედარებით უკეთ მოქმედებს.. ზუსტია, მაგრამ რაღაც გრანდიოზული პრობლემები ჯენოასთვის არ შეუქმნია. რონალდუს ეხმარება გოლის გატანაში.

ბენტანკური – 7 – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა.. არის ზუსტი, ეფექტური და ცივსისხლიანი.. ასეთი ბენტანკური იუვესთვის დიდი დახმარებაა.

ბერნარდესკი – 6 – უკეთ ასპარეზობს ვიდრე გასულ შეხვედრაში. პერინსაც პრობლემები შეუქმნა და გადაადგილებაშიც საკმაოდ ნაყოფიერია. 

დიბალა – 7 – ადასტურებს, რომ იმყოფება ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებში. დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და მზად არის მძიმე ამოცანების ამოსახსნელად. კარგად კომბინირებს რონალდუსთან.. იტანს გოლს და გუნდისთვის ბევრ სასარგებლო მოქმედებას ასრულებს.

რონალდუ – 7.5 – კრიშტიანო იტალიის თასსზე და პორტუგალიელი რომელიც გუშინ გენუაში მოქმედებდა არიან რეალურად სხვადასხვა სარტყელზე მყოფები. თავდაჯერებული, სწრაფი და მიზანდასახული.. შორეული დარტყმების მთელი კასკადი და სუპერ გოლი.. ეს რონალდუ იუვენტუსს შორს წაიყვანს!

შეცვლაზე შემოსულები:

კოშტა – 7 – შემოდის და ჩვეული რეაქტიულობა მოაქვს გუნდისთვის. მანევრირება და გამწვავება იმ დოზით რაც საჭირო იყო. იტანს სუპერ ბურთს!

რემზი – 6 – შემოდის და ნახევარდაცვას საჭირო სიმსუბუქეს და ენერგიას აძლევს.

იგუაინი – 6 – მეტოქის მცველებზე ზეწოლას ახორციელებდა და ხელს უშლიდა გუნდს უკანა ხაზიდან გააზრებულ ამოსვლაში.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x