სატრანსფერო სიახლეები (ჯესუსი, ჰალანდი, ძანიოლო და მილიკი)
იუვენტუსი სატრანსფერო ბაზარზე სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.
ყველაზე მეტ კითხვას გონსალო იგუაინი აჩენს და ბუნებრივია, ტურინს სხვადასხვა ფორვარდს უკავშირებენ..
ბოლო რამდენიმე საათია გაბრიელ ჯესუსი საუბარი ისევ გააქტიურდა.. სხვადასხვა წყაროების მტკიცებით, ფაბიო პარატიჩი ბრაზილიელს განსაკუთრებულად აფასებს და მზადყოფნას გამოთქვამს მის სანაცვლოდ დუგლას კოშტაც კი დათმოს.
ტურინელებს პარალელურად არც ერლინგ ჰალანდი ავიწყდებათ, რომელიც ჯერ კიდევ მოლდეს პერიოდიდან მოყოლებულია შავ-თეთრთა სამიზნეში..
2022 წელს მის კონტრაქტში ამუშავდება პუნქტი, რომლის თანახმადაც ნებისმიერ მსურველს ნორვეგიელის გაფორმება 75 მილიონად შეეძლება.
მისია რთულია მაგრამ მინო რაიოლას ხელშეწყობით პარატიჩის ნამდვილად ექნება საშუალება მიზანს მიაღწიოს.
ნიკოლო ძანიოლოსთან დაკავშირებით სიტუაცია ასე გამოიყურება – თუ რომელიმე კლუბი 60 მილიონს გაიღებს, მაშინ დედაქალაქელები ცდუნებას ვერ გაუძლებენ, რადგან დიდი ფინანსური პრობლემები აქვთ..
თავად ძანიოლოს რომის დატოვება მაინც და მაინც არ სურს, მაგრამ თუ სადმე წავა ტურინი მისთვის უდაოდ მისაღები ვარიანტია.
და ბოლოს არკადიუშ მილიკი.. ნაპოლიმ მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა ყველა მსურველს – თუ პოლონელი გსურთ, მაშინ 50 მილიონი უნდა გაიღოთო..
იუვე ამ თანხის გადახდას მოთამაშეში რომელსაც 1 წელიწადში კონტრაქტი იწურება ნამდვილად არ აპირებს.. აი ატლეტიკომ კი შესაძლოა სიტუაციით ისარგებლოს და ასეთ ავანტიურაზე მართლაც წავიდეს..