La Stampa-ს შეფასებები
იუვენტუსმა ტურინულ დერბიშიც იმარჯვა და განაგრძობს სერია ა-ში წარმატებულ სერიას..
გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც La Stampa -ს მიერ გამოქვეყნდა:
ბუფონი – 6.5 – მშვენივრად გამოიყურებოდა სერია ა-ს სარეკორდო მატჩისთვის და ოდნავ რომ გამართლებოდა 11-იანსაც მოიგერიებდა.. მეორე ტაიმში საიმედოდ მოქმედებს თითოეულ ეპიზოდში.
კუადრადო – 7.5 – თავიდანვე აქტიურობოდა და შედეგად ეფექტური გოლის გატანაც მოახერხა. მთელი შეხვედრის მანძილზე დომინირებდა საკუთარ ფლანგზე.
დე ლიხტი – 7 – მორიგი წარმატებული შეხვედრა, იმის მიუხედავად რომ 11-იანი მის გამო დაინიშნა.. თუმცა, ეს უიღბლობა იყო.. სხვა მხრივ მისი სტატისტიკა ფანტასტიკურად გამოიყურება: 6 ჯერ გამოიტანა ბურთი, 3 ჩაჭრა გააკეთა, 2 ართმევა და სამი საჰაერო ბრძოლა.. ბრწყინვალეა!
დანილო – 6.5 – ამჯერად მეტად კონცენტრირებულია და რაც დაავალეს პირნათლად შეასრულა.
რაბიო – 6.5 – კარგი გაგრძელება იმ აღებული ტემპის რაც გასულ მატჩში დაფიქსირდა. ამჯერადაც ქონდა გოლის გატანის შანსი.. სხვა მხრივ შუახაზში პარტნიორებთან ერთად კარგად და ყურადღებით მოქმედებდა.
პიანიჩი – 6 – არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია პირველ ნახევარზე. მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
ბენტანკური – 7 – ცენტრში მოიპოვა ადგილი და ბატონობდა. კარგია როგორც ბურთთან, ასევე უბურთოთ. საქმეს კარგად გაუძღვა!
რონალდუ – 8 – გასულ მატჩთან შედარებით უფრო მოკრძალებულია, მაგრამ კუადრადოს კარგი სიტუაცია შეუქმნა. მეორე ტაიმში უმატებს და 25-ე გოლს ეფექტური დარტყმით იტანს!
ბერნარდესკი – 6 – მორიგი არცთუ ისე წარმატებული შეხვედრა. ბევრს დარბის, იბრძვის და ხისტია, მაგრამ მისგან შექმნაშიც იგივე პროდუქტიულობას ელიან.
დიბალა – 7.5 – ლამაზი სოლო რეიდით ქმნის ტოროს კარში გოლს.. შემდგომ სიღრმეში იწევს, რომ გუნდს წინ წასვლის საშუალება მისცეს.
შეცვლაზე:
მატუიდი – 6 – გუნდს ენერგია და კუნთები შემატა.. ჩვეული სამუშაო ფრანგი შუახაზელისთვის.
კოშტა – 6.5 – მუხტი სკამიდან.. ამჯერადაც ნაყოფიერია და კიდევ ერთხელ შეეძლო რეიდის შემდეგ გოლის გატანა, თუმცა..
იგუაინი – 6 – დაღლილ მცველებს ავიწროვებდა და ცდილობდა ნახევარდაცვისთვის წნეხი მოეხსნა.