ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

იუვენტუსს და მაურისიო სარის მილანთან განცდილი ფიასკოს შემდეგ ღიად აკრიტიკებენ, თუმცა პარალელურად ხელმძღვანელობა ხვდება რომ გუნდს გარკვეულ პოზიციები გადახალისება ესაჭიროება.

გთავაზობთ ბოლო 24 საათის მთავარ სატრანსფერო სიახლეებს:

ნგოლო კანტეს ჩელსის მესვეურებთან კონტრაქტის თაობაზე პრობლემები ექმნება.. ფრანგი შუახაზელი არ მიიჩნევს სწორად იმ ანაზღაურებას, რაც მას შეიძლება რომ ქონდეს ახალი შეთანხმების მიხედვით..

იუვენტუსი კი როგორც ჩანს ეგუება იმ ფაქტს, რომ პოლ პოგბას დავიწყება მოუწევს.. მასთან ერთად სანდრო ტონალისიც და აქედან გამომდინარე ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს.

კანტეს ტურინელები ჯერ კიდევ ლესტერიდან აკვირდებიან, მაგრამ მაშინ ყველას ლონდონელებმა დაასწრეს და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სასაცილო ფასად დაიმატეს.. 

ტურინს და ლონდონს შორის ურთიერთობა კი კარგია, მაგრამ მოლაპარაკებები მხარეებს შორის მაინც რთულად ვითარდება ხოლმე.. აქედან გამომდინარე, ეს პროცესიც არ იქნება მარტივი და თუ იუვეს საქმის მოგვარება სურს, მაშინ დროულად მართებს რეაგირება.

ნიკოლო ძანიოლოს ისტორია თავიდან დატრიალდება.. რომას პრობლემებზე ჯერ კიდევ მაშინ იწერებოდა, როდესაც იტალია პანდემიას ებრძოდა.. აქედან გამომდინარე ეს საუბარები ახლა კიდევ უფრო გაღრმავდა.. 

რომაელებს იმედი აქვთ, რომ 50 მილიონად გამოიმუშავებენ, რაზეც პრინციპში იუვე არ უნდა იყოს წინააღმდეგი.

თავად მოთამაშეს რომაში უნდა დარჩენა, მაგრამ გამოუვალი სიტუაციის შემთხვევაში არჩევანს ტურინზე შეაჩერებს..

წესით ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს, რადგან რომას ვალდებულებების გასასტრუმლებლად დროულად მართებს ყველაფრის დაწყება..

ერთი პერიოდი კევინ დე ბრიუენზე იწერებოდა, მაგრამ მისმა აგენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ბელგიელს ინგლისელებთან 3 წლიანი კონტრაქტი აქვს და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს. შესაბამისად წასვლაზე არ ფიქრობს.

რაფაელ ლეაო იუვენტუსის ტიფოზერიამაც კარგად გაიცნო ბოლო თამაშიდან.. საქმე იმაშია, რომ ფორვარდს კი სურს მილანში დარჩენა, მაგრამ თუ რაფლ რანგნიკმა უარი განაცხადა მის სამსახურზე, მერე ისტორია შესაძლოა საინტერესოდ განვითარდეს.

კერძოდ, მისი აგენტი პოპულარული ჟორჟ მენდეშია რომელმაც გასულ კვირას ფაბიო პარატიჩისთან სწორედ მის მომავალზე ისაუბრა.

აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული ლეაო მაურისიო სარის გუნდში ვიხილოთ.. თუმცა, კონკურენცია ტურინს არც აქ აკლია.. მისით ატლეტიკოც ინტერესდება..

არკადიუშ მილიკის საგა საინტერესო განვითარებას იძენს.. ცხადებოდა თითქოს ნაპოლი ბარტერზეც თანახმა იქნებოდა, მაგრამ დე ლაურენტისმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ პოლონელს მხოლოდ პირდაპირი ინვესტიციის სანაცვლოდ შეელევა.

თუ ადრე ფლორენციელები ფედერიკო კიეზასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ, ახლა სიტუაცია იცვლება..

კლუბის წარმომადგენლები ბაზარს იკვლევენ და მზად არიან ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები გამართონ..

ყველას კარგად ესმის, რომ პირველი ვინც ხაზზე გავა იუვენტუსი იქნება.. ტურინელები თავის მხრივ კრისტიან რომეროს და არც მეტი არც ნაკლები გონსალო იგუაინის დათმობასაც კი გეგმავენ, ოღონდ იტალიელი შემტევი ხელში ჩაიგდონ..

იები ამ წინადადებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ბიანკონერი დამატებით 30 მილიონს მაინც გაიღებს..

ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები, რომელიც იუვენტუსთან იყო დაკავშირებული. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გოგლიკა
გოგლიკა
4 years ago

დააკვირდნენ კიდე და ასე 60 ის რო გახდება მერე მოიტანონ, ტონალი როგორ გვეხევა (((

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x