ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე იუვენტუსი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ბერგამოს ატალანტას დაუპირისპირდება.

ტურინელებმა გასულ ტურში მილანელებთან იწვნიეს არასასიამოვნო მარცხი და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ შეხვედრაში ეცდებიან რეაბილიტრებას, თუმცა ეს იოლი არ იქნება.

ტუტოსპორტმა ტრადიციულად გუნდის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა შემოგვთავაზა:

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს, რომელსაც დაცვის ხაზთან ერთად ღიად გააკრიტიკეს გასულ დაპირისპირებაში..

ხუან კუადრადო მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს, ხოლო ცენტრალურ ზონაში დანიელე რუგანის მატეის დე ლიხტი ჩაანაცვლებს, რომელიც ლეონარდო ბონუჩის შეუწყვილდება. მარცხენა ფლანგზე სასტარტოში ალექს სანდრო დაბრუნდება.

შუახაზში ცვლილებები არ იქნება.. ძირითადში უნდა ველოდოთ კარგ ფორმაში მყოფ როდრიგო ბენტანკურსა და ადრიენ რაბიოს.. რეჯისტაზე ისევ და ისევ მირალემ პიანიჩ გაირჯება.

შეტევაში დისკვალიფიკაციის შემდეგ პაულო დიბალა ბრუნდება.. არგენტინელი დიდი ალბათობით იტალიელ ფედერიკო ბერნარდესკისთან და პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ეცდება მეტოქის დამწუხრებას.

4 thoughts on “იუვენტუსის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.