სარი ატალანტასთან მატჩზე საუბრობს
მაურისიო სარი ფეხბურთელებს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს, რადგან ახლა გუნდი სეზონის დასკვნით ნაწილში იმყოფება:
“მილანთან შეხვედრა წარსულს უნდა დარჩეს, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის ნათელი მაგალითი თუ რა შეუძლია ყურადღების დაკარგვას..
არანაირი შედეგი არ არის გარანტი, როდესაც ასეთ ქმედებებს აქვს ადგილი.. ბევრი ამ პრობლემას პაულო დიბალას არ ყოფნას აწერს.. დიახ არგენტინელი განსაკუთრებულია, თუმცა ასეთი შეცდომების ფონზე მასთან ერთადაც დავმარცხდებოდით.
დუგლას კოშტამ დაგვიმტკიცა, რომ გუნდს სკამიდან დიდ დახმარებას უწევს.. ახლა მნიშვნელოვანია თითოეულის ფიზიკურ კონდიციებს გავუფრთხილდეთ.
ალექს სანდრომ ტრავმა უფრო მალე მოიშუშა, მაგრამ ჯორჯო კიელინის პრობლემები შესვენების პერიოდშიც ქონდა.. კაპიტანის მდგომარეობა ახლა ბევრად არის გაუმჯობესებული.
გონსალო იგუაინის რეაქცია მილანთან? თავადაც მშვენივრად ესმოდა, რომ 60 წუთი იყო მაქსიმუმი.. პიპიტა არ არის იდეალურ კონდიციებში, მაგრამ ეტაპობრივად მოუმატებს.
ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს ჯერ არ ვაპირებ.. დადგება დრო როდესაც ლიონისთვის მოვემზადებით, მაგრამ ახლა სასწორზე სკუდეტოა და უმჯობესია მხოლოდ მოახლოებულ მატჩებზე ვიფიქროთ.
ატალანტა ძალიან სახიფათოა.. ეს არის გუნდი რომელიც დაცვიდან მომენტალურად ამოდის, ხოლო ბურთის ართმევისთვის ზონები საკმაოდ მაღლა მოძრაობს.. ასე რომ წინ დიდი თავისტკივილი გველოდება..
მთავარია მსგავსი მასშტაბის შეცდომები აღარ დავუშვათ.. ახლა დაძინების დრო არ არის.. სრული მობილიზებაა საჭირო, რათა მოულოდნელი სიურპრიზები თავიდან ავიცილოთ..”