ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სავარაუდო სასტარტო სასუოლოს წინააღმდეგ

დღეს, 23:45-ზე იუვენტუსი სასუოლოს დაუპირისპირდება და აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ბიანკონერის ატალანტას შემდეგ მორიგი არასასიამოვნო მატჩი ელის..

Mapei -ს ბინადრები რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით შეტევაში ფანტასტიკურად მოქმედებენ.

დომენიკო ბერარდის და მისი პარტნიორების მოქმედებების შედეგად, გუნდი მერვე პოზიციაზეა.. 59 გოლი აქვს გატანილი, თუმცა დაცვაში მაინც და მაინც კარგი შედეგით ვერ დაიკვეხნიან.. 54 აქვთ მიღებული..

ტურინელებს შემადგენლობაში გარკვეული პრობლემები ექნებათ, რასაც ეტაპობრივად განვიხილავთ..

კარში მიუხედავად ბევრი კრიტიკისა ისევ და ისევ ვოიცეხ შესნის ვიხილავთ.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილო გაირჯება.. ცენტრალურ დუეტში კი ცვლილებებია..

მაურისიო სარის განცხადებით ლეონარდო ბონუჩის დასვენება ესაჭიროება, რომელსაც დიდი ალბათობით დანიელე რუგანი შეცვლის.. ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი ბოლომდე მზად არ არიან, რის გამოც მატეის დე ლიხტს 99%-ით იტალიელი შეუწყვილდება.

დაცვის მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს ვიხილავთ.

შუახაზში მირალემ პიანიჩის დაბრუნებას უნდა ველოდოთ.. პარტნიორობას კი ბოლო ხანებში სასტარტოს უცვლელი წევრები – როდრიგო ბენტანკური და ადრიენ რაბიო გაუწევენ.

შეტევაშიც არანაირი ცვლილება არ იგეგმება.. ფედერიკო ბერნარდესკი, რომელიც მეოთხე თამაშია ზედიზედ 5-ზე ზემოთ შეფასებას ვერ ღებულობს, შეტევაში პაულო დიბალას და კრიშტიანო რონალდუს შეუწყვილდება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
4 years ago

რაბიოს აშკარად შეულძია მომატება რემზისგან განსხვავებით.

რემზი და ბერნარდესკი არაა იუვეს დონე.

ორსოლინის დიდ სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში მომავალ სეზონში ბერნარდესკის ნაცვლად.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x