ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ მაურისიო სარის მატჩისშემდგომ კომენტარს..

“მწვრთნელი გუნდისგან მარტივ გადაწყვეტილებებს ელის.. სამწუხაროა, რომ ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდიციების გამო ამის მიღწევა რთული მისია ხდება.

 მოცემულ მატჩში ნამდვილად გვქონდა დასამახსოვრებელი ეპიზოდები, თუმცა ჩავარდნებიც არანაკლები დაფიქსირდა.

ბოლო პერიოდში ისეთ გუნდებთან გვქონდა შეხვედრები, რომლებიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან და სასუოლო გამონაკლისი ნამდვილად არ არის.

იმ შემთხვევაში თუ გადავჭრით მთელ რიგ პრობლემებს და განსაკუთრებით იმას, რომ მარტივი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაშინ ყველაფერი დარეგულირდება.

ნებისმიერი გუნდი სახიფათოა, რომელსაც საჯარიმოს წინ გადაცემების გაკეთების უფლებას აძლევ.

პრობლემებს განვიცდით მეტოქის ტაქტიკური გადაწყვეტილებების გამო.. რობერტო დე ძერბის ბიჭები ზონებს შორის მყოფი ტრეკუარტისტათი ასპარეზობდნენ.. 

უცნაურია ის ფაქტიც, რომ პირველ ნახევარში ფლანგელი მცველები კონსერვატორულად მოქმედებდნენ, მაშინ როდესაც მეორე 45 წუთის მიწურულს წინ თამამად მიიწევდნენ და ორთაბრძოლებს იგებდნენ.

არაფერია საგანგაშო როცა რაღაც დეტალები ბოლომდე გამართულად არ ფუნქციონირებს.. მთვარია, რომ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს. თუმცა, არის ეპიზოდები როდესაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ უსუსურები ვართ..

მეტოქეს რიგ შემთხვევებში ვაძლევთ საშუალებას, რომ საჯარიმოს ადვილად მოუახლოვდეს.. საჭიროა ბალანსის პოვნა, რაც იოლი არ არის.

ვალდებულები ვართ ბურთი დიდხანს შევინარჩუნოთ.. ხშირად გადაცემები გვაძლევს საჭირო ტემპის შენარჩუნების საშუალებას.. ჩვენ კიდევ ვჩქარობთ და ორი სამი გადაცემით გვინდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვება.. ასე ენერგიასაც ბევრს ვხარჯავთ და უკან ჩამოსვლაც გვიძნელდება.

ჯორჯო კიელინი 4-5 დღის მანძილზე თავს კარგად გრძნობდა.. თუმცა, სასუოლოსთან პირველი ტაიმის დასრულებამდე ითხოვა შეცვლა, რადგან დისკომფორტი იგრძნო.

ლეონარდო ბონუჩის გარეშე, მინდორზე აუცილებელი იყო ისეთი ფეხბურთელის ყოფნა რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია..”

2 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

ნეტა არ ბოდავდე სარი რა შენც კაი ჩამოკრული გაქ და ანიელისაც! ხო კარგად უპასავეთ სასუოლოს გოლი რო გვტენონ ვის აგოიმებენ ტო.ეგ გაყიდვები არაფერში გამოგვადგება.ისევ მოუმზადებლები შევხვდებით ლიგას.გუნდს რო მოგება უნდოდეს ბერნარდესკის ძირითადში არ დააყენებდნენ.ეხლა ლაციოს გამოტენიან და ღმერთმა იცის კიდევ რას იზავენ სხვა დანარჩენ თამაშებში. ზედიზედ ვერ მოგება ლაციოსი და იუვენტუსის არ არის უბრალო დამთხვევა.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x