ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”იუვე ტოტალური მოქმედებისთვის ემზადება”

ფაბიო პარატიჩი

Tuttosport -ის დღევანდელ ნომერში იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე მიდის საუბარი.

გუნდი როგორც ჩანს ტოტალური ცვლილებებისკენ ემზადება, რადგან სურს მაურისიო სარისთვის იმ ფეხბურთელების მოყვანა, რომელიც მწვრთნელის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

თუ ტურინულ გამომცემლობას დავუჯერებთ გონსალო იგუაინი, ფედერიკო ბერნარდესკი, დანიელე რუგანი, ბლეზ მატუიდი, სამი ხედირა და მატია დე შილიო გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებენ.

ლუკა პელეგრინი და კრისტიან რომერო რომლებიც ბიანკონერის საკუთრებაში შედიან და დღეისათვის სხვადასხვა კლუბებში არენდით ირჯებიან, ასევე დატოვებენ შავ-თეთრთა რიგებს..

მათთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული სიახლე არ არის.. თუმცა, მათი გასხვისება მოხდება პიდაპირი გზით ან რომელიმე გარიგებაში ბარტერის სახით. 

თუმცა, ერთია მათი სურვილი და მეორეა რამდენად შესაძლებელია ასეთი გაყიდვების განხორციელება..

დღეისათვის თითოეული მათგანი ტურინში საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებს და აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებთან შეთანხმების მიღწევა ფრიად გაჭირდება..

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x