ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ უკანასკნელი 24 საათის მთავარ სატრანსფერო სიახლეებს.

გუშინ, ჩვენს გვერდზე უკვე წაიკითხავდით ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიანკონერი მასიური გაყიდვებისთვის ემზადება..

დღეს, კი ვისაუბრებთ მთელ რიგ მოთამაშეებზე, რომლებსაც ბიანკონერის უკავშირებენ..

ფლანგები.. დაცვის ფლანგები.. აქილევსის ქუსლი ტურინელთათვის უკვე არაერთი წელია..

ამჯერად, ფაბიო პარატიჩი მის გაძლიერებას გეგმავს და ორი კანდიდატიც შეურჩევია..

პირველი მათგანი ყველასათვის კარგად ნაცნობი ემერსონ პალმერია, რომელიც 25 მილიონად ფასობს.. მეორე კი სიმპატიური ატალანტას სასტარტოს წევრი რობინ გოზენსი, რომელსაც 30 მილიონად აფასებენ.

საგულისხმოა, რომ პალმერის ტრანსფერზე ბიანკონერის ნერიაძურიც ეცილება.. მათ დაპირისპირებაზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ..

რეალმა ლა ლიგა მოიგო.. ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ ზინედინ ზიდანმა მორიგი სასწაული ჩაიდინა და ბარსელონას ჩემპიონობა ხელიდან გამოგლიჯა..

თუმცა, როგორც ესპანურ პრესაში იუწყებიან, ფრანგი შემადგენლობის განახლებას აპირებს და იგი რამოდენიმე ვარსკვლავს დაემშვიდობება..

ერთ-ერთი ასეთი კი მარსელოა რომლის დამატება ტურინს უკვე არაერთი სეზონია სურს და თუ კულუარულ ცნობებს დავუჯერებთ, მხარეებს შორის კონტაქტი დაწყებულია.

მას შემდეგ რაც მანჩესტერ სიტის უეფამ სატრანსფერო შეზღუდვა მოუხსნა, გუნდმა უკვე დაიწყო გარკვეული სვლების განხორციელება.

ფერან ტორესი დიდი ხნის მანძილზე იყო იტალიურ გრანდთთან დაკავშირებული, მაგრამ ინგლისური გამომცემლობების ცნობით სიტიმ ყველას დაასწრო და ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

საქმე იმაშია, რომ 2021 წელს ტორესი თავისუფალი აგენტი ხდება და მისი დამატება 0 ევროდ ნებისმიერისთვის წარმოადგენდა გემრიელ ლუკმად.. პარატიჩის დიდი ოფლისღვრა დაუჯდება, თუ კიდევ გეგმავს საქმეში ჩართვას..

Sky Sport -ის მტკიცებით სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა კლაუდიო ლოტიტოს პირადი თხოვნით მიმართა, რომ სეზონის ბოლოს წასვლის საშუალება მისცეს.

სერბს ახალ გუნდში სურს გადასვლა, სადაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება.. მისი მოსაზრებით ლაციოში თავი ამოწურა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.

დღეისათვის მისთვის პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი და იუვენტუსი იბრძვიან.. საორიენტაციო ღირებულება 80 მილიონი ევროა..

ხამეს როდრიგესის საგა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებით არის სავსე.. კოლუმბიელმა მიმდინარე სეზონში სულ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.. 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა..

ფაქტია, რომ ესპანურ გრანდში მისი ყოფნა დათვლილია, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას ეს უკვე სხვა ამბავია..

რეალს და პსჟ-ს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.. ამიტომაც მიიღო ლეონარდომ სამხრეთ ამერიკელზე შეთავაზება, თუმცა ფრანგები ჯერ კიდევ ფიქრობენ..

სხვათაშორის ალტერნატივად იუვეც განიხილება, გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ ხამესის აგენტი ჟორჟ მენდეშია.. 

დერბი დ’იტალია ყოველთვის იყო და იქნება.. არამარტო მოედანზე, არამედ სატრანსფერო ფანჯრის ტერიტორიაზეც..

ასე მაგალითად, ანტონიო კონტეს გეგმებში თურმე არამარტო ოლივიე ჟირუ და ედინ ჯეკო შედიან, არამედ ალექსანდერ ლაკაზეტი და არკადიუშ მილიკიც..

დიახ, იუვენტუსი პოლონელზეც და ფრანგზეც საჭირო ინფორმაციებს აგროვებს.. მათ აგენტებსაც ესაუბრა და კლუბებიდან მიიღო საჭირო ცნობები სატრანსფერო ღირებულებაზე..

ამ ეტაპზე რთულია რაიმე უპირატესობებზე საუბარი, თუმცა თავად ფაქტი რომ ფორვარდებზე ისევ და ისევ ინტერი ეცილება უდაოდ აღსანიშნავია.

მხოლოდ ამით მათი დაპირისპირება არ შემოიფარგლება..

არანაკლები სიტუაცია შუახაზზეც, სადაც ფაბიო პარატიჩი ჯუზეპე მაროტას სანდრო ტონალის და ნიკოლო ძანიოლოს თაობაზე ეცილება.. ტონალიზე მიჩუმდა საუბარი, რადგან ინტერისთვისაც კი ძვირი აღმოჩნდა ბრეშას პრეზიდენტის მოთხოვნები.. ძანიოლოზე კი თავიდან იყო დაწინაურებული.

და ბოლოს ისევ მილინკოვიჩ სავიჩი.. იუვე პოლ პოგბაზე კიდევ ერთხელ გაიწევს, თუმცა უფრო ინფორმაციული ხასიათით.. მათ სურთ გუნდის და ფეხბურთელის მხრიდან მკაფიო პოზიციის მოსმენა..

დიდი ალბათობით, თუ იუნაიტედი ლიგის საგზურს მოიპოვებს, ფრანგი დარჩენას გადაწყვეტს.. წინააღმდეგ შემთხვევაში გადამწყვეტი თავად მოთამაშის და კლუბის სატრანსფერო მოთხოვნები გახდება.

ალტერნატივა კი დღეისათვის ლაციალეს სერბი შუახაზელია.. 80 მილიონის პირდაპირ გადახდას პარატიჩი მოერიდება და ამიტომაც მზად არის 40 მილიონს + ფედერიკო ბერნარდესკის სატრანსფერო უფლებები გაიღოს..

ამ ეტაპზე ეს არის მთავარი სატრანსფერო სიახლეები, რომელიც იუვენტუსის გარშემო გავრცელდა.

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
4 years ago

chemi azrit jer es xalxi unda gavushvat
xedira, rugani, matuidi, bernardeski, remzi, iguaini, koshta + piaca, orsolini, perini
shemdeg amat moviyvandi
kante, pogba, zaniolo an tonali, kieza, halandi + luka pelegrini, kulushevski
mekareebi: bufoni, shesni, pinsolio
mcvelebi: kielini, bonuchi, sandro, de ligti, demirali, danilo, pelegrini, kvadrado,
de shilio
naxevar mcvelebi: bentankuri, rabio, arturi, tonali, pogba, kante, kulushevski, muratore
tavdamsxmelebi: dibala, ronaldu, halandi, kieza

———————————–shesni———————————-

pelegrini————-de ligti—————bonuchi————sandro

———bentankuri————tonali———–pogba—————–

———————–dibala————-ronaldu————————

———————————halandi———————————-

maradona73
maradona73
4 years ago
Reply to  bero-juve10

პოგბა როგორც ჩანს მანჩესტერში რჩება.
კანტეს ნახევარი სეზონი ტრამვები ჰქონდა.
და თან ორივეს ერთად მოყვანას იმ ხელა ინვესტიცია სჭირდება რომ, მერე შეტევას ვეღარ გააძლიერებ, მითუმეტეს ჰალანდით.

პიაცა სულ დამავიწყდა, ცოცხალია ეგ? )

juventino
juventino
4 years ago
Reply to  maradona73

კუადრადო რა ჯანდაბად გინდა ძირითადში?მაგისმა უმისამართო სირბილმა და პასებმა გამითეთრა თმა.ტიპს ფანტაზია მინუსებში აქვს.დანი ალვეში რო გადმოვიდა გაიხსენე რამდენი გოლი გაიტანა და საგოლე პასი.იმიტო რო ჭკვიანი ფებურთელია და ეგეთი გვინდა ვინმე.ამისი უინტელექტო ფართხალა……

maradona73
maradona73
4 years ago

კულუსევსკი მგონი ორივე ფლანგზე კაია როგორც მახსოვს, ორსოლინი მარცხნიდან მაგრად უბერავს, ნუ მილიკი ეგდოს ზამენაზე არ გვაწყენს )

maradona73
maradona73
4 years ago

კაი რამე იქნებოდა იიიფ )

maradona73
maradona73
4 years ago

ასეთ ტრანსფერებს მოვცხებდი

+კულისევსკი(უკვე)+არტური(უკვე)+გოსენსი+ტონალი+სავიჩი+ჰალანდი+ორსოლინი+მილიკი

-რუგანი-დეშილიო-რემზი-ბერნარდესკი-კოშტა-იგუაინი

—————————————–სჩესნი—————————————-

კვადრადო————-დელიხტი—————ბონუჩი—————–სანდრო

————–ბეტანკური————ტონალი————სავიჩი——————

—————დიბალა————————————რონალდო————–

————————————–ჰალანდი————————————–

ზამენა:

დაცვა – დემირალი, კიელინი, გოსენსი, დანილო

ნახევარდაცვა – რაბიო, მატუიდი, არტური

შეტევა – კულისევსკი, ორსოლინი, მილიკი

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x