Sky Sport:”დე ლიხტს ოპერაცია ესაჭიროება”
იუვენტუსს პრობლემები არ ელევა..
მატეის დე ლიხტი შესაძლოა სეზონის დასკვნით ნაწილს გამოაკლდეს, რადგან ფეხბურთელს ოპერაცია ესაჭიროება.
ჯერ კიდევ ნოემბრიდან მოყოლოებული ჰოლანდიელს მხარის არეში აქვს მწვავე ტკივილები, რის გამოც გარკვეული ხანი გაუცდა..
კლუბმა კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან სამედიცინო შტაბმა უკვე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტია.. შეუძლებელია მოთამაშემ რამოდენიმე თვე ძლიერი ტკივილების ქვეშ სათანადო დონეზე იასპარეზოს..
წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩებია და ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობდა ქირურგიული ჩარევის გადავადებას.. საინტერესოა შეიცვლება თუ არა ახლა მათი პოზიცია..
დაცვის ხაზში ტურინელებს საქმე იდეალურად რომ არა აქვთ ფაქტია და თუ მათ ახლა დე ლიხტის დაკარგვაც დაემატებათ, მაშინ საქმე უკიდურესად გაურთულდებათ.