ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე იუვენტუსი რომის ლაციოს დაუპირისპირდება..

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ტრადიციული წინასამატჩო პრესკონფერენცია მოეწყო, სადაც მაურისიო სარიმ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:

“ლაციოს აქტივში ეს სეზონი ყველა ვარიანტში შევა.. სიმონე ინძაგის გაწეული შრომა დასაფასებელია და არა აქვს მნიშვნელობა რა ფორმაში მყოფები შეგვხვდებიან..

ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში ძალუძს კონკრეტული დაპირისპირების მაღალ დონეზე ჩატარება.. ამიტომაც ურთულეს შეხვედრას ველი.

გოლების გატანის თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ.. 20-21 გოლი 6-7 დაპირისპირებაში ჩემს სიტყვებს ადასტურებს. ახლა მთავარია შეხვედრის დროს ჩაგდებებს გადავეჩვიოთ. სტაბოლურობა და ბალანსის პოვნა უმნიშვნელოვანესია.

ერთი სიტყვით ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა იმ ფაქტს, თუ ვინ იმყოფება შეტევაში.. მთავარია რომ ყველამ ერთიანი მექანიზმივით იმოქმედოს.

ბევრი კითხვებია მილანთან, ატალანტასთან და სასუოლოსთან გამართულ მატჩებზე. ფაქტია, რომ სამივე მათგანი იდეალურ ფორმაში მყოფი შეგხვდა.. ამასთანავე ატალანტა და სასუოლო საოცრად ორგანიზებულად მოქმედებდნენ, რამაც დამატებითი პრობლემები გაგვიჩინა.

საკადრო პრობლემები? როდრიგო ბენტანკური, ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი 2 დღის მანძილზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ.. დღეს მთავარ ჯგუფში დავაბრუნეთ და შედეგიც ვიხილეთ.

ხუან კუადრადო ფედერიკო ბერნარდესკის პოზიციაზე? კი ბატონო.. აქ დუგლას კოშტას გამწესებაც შეგვიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ისმის კითხვა.. დაცვაში რა უნდა მოვიმოქმედოთ?

დავრჩები თუ არა ტურინში? კონტრაქტი მაქვს, რომლის პირნათლად შესრულება ჩემი უმთავრესი ამოცანაა.. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ უნდა ვიფიქრო სხვაგან წასვლაზე. თუმცა, უმჯობესია თუ ახლა ლაციოზე ვიფიქრებთ..

ნაპოლი და 91 ქულიანი სეზონი? სამი წელი დაგვჭირდა ამ მიზნისთვის.. ასე რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ მოდის. 

მუშაობის თვალსაზრისით ტურინში უფრო რთულია.. ყურადღება მსოფლიო მასშტაბით იგრძნობა, მაშინ როდესაც ნაპოლიში უფრო ლოკალური კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებენ ფანები და ადგილობრივი ტელევიზიები.

რა შეიცვალა მას შემდეგ რაც იუვენტუსის სათავეში მოვედი და ლიდერის პოზიცია დავიკავე? სასიამოვნოა.. მაშინ 38 თამაში გავმართე ნაპოლისთან ერთად, რომ ტურინელთა უკან აღმოვჩენილიყავი.. ახლა კი პირველ პოზიციაზე ვიმყოფები, რაც სიხარულს საბაბს მძენს.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

ლაციო უნდა გავიგდოთ აუცილებლად.არ ეკადრება იუვენტუს უბრალოდ ეგეთები რეებიც ბოლო 3 მატჩში ქნეს!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x