La Stampa:”შესაფერის დროს ელიან..”
პოპულარული ტურინული გამომცემლობა La Stampa პაულო დიბალას კონტრაქტზე საუბრობს:
“ყველაფერი შეთანხმებულია და მხარეები უბრალოდ შესაფერის დროს ელოდებიან..
იუვენტუსს დიბალასთან მიმართებაში დიდი გეგმები გააჩნია.. არგენტინელის გარშემო შესაბამისი პიარ კამპანია გაჩაღდება, რომელიც იუვენტუსის ბრენდის გარშემო იქნება განხორციელებული..
იუვე ბევრს ფიქრობდა ამ თემაზე და საბოლოოდ გადაწყვეტილება ლა ჯოიას სასარგებლოდ მიიღო, რამაც პაულოს გაბედნიერება გამოიწვია.
ასე რომ, სულ მალე.. წესით სერია ა-ს დასრულების და ჩემპიონთა ლიგის განახლებას შორის მყოფ ფანჯრის პერიოდში, მხარეები შეიკრიბებიან და ამ ინფორმაციას ოფიციალურად გაასაჯაროებენ..
სამხრეთ ამერიკელი ტურინში 2025 წლამდე დარჩება და სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.”