ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”დე ლიხტმა გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მიიღო”

Tuttosport – ის მტკიცებით მატეის დე ლიხტმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და ქირურგიულ ჩარევაზე უარი განაცხადა..

ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი დაელოდება სეზონის დასრულებას, რის შემდეგაც მხარზე არსებულ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.

მატეის პრობლემები ჯერ კიდევ ნოემბრიდან აწუხებს, მაგრამ გუნდში არსებული საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მან არ ისურვა თანაგუნდელებისთვის უფრო მეტი თავისტკივილის შემატება.

ჯორჯო კიელინი სეზონის დაწყებიდან ებრძვის ტრავმებს.. მერიჰ დემირალმა ვარჯიში სულ ახლახანს განაახლა, ხოლო დანიელე რუგანიმ ვერ შეძლო გაცემული ავანსების გამართლება..

ასე რომ დე ლიხტი დარჩენილ სეზონს გუნდთთან ერთად გაატარებს, რისი დასრულების შემდეგაც სამედიცინო პერსონალს საჭირო ქირურგიულ ჩარევაზე მწვანე შუქს აუნთებს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x