დელ პიერო:”ევროპაში ამას არავინ გაპატიებს”
ალესანდრო დელ პიერომ გუშინდელ მატჩზე მცირე კომენტარი გააკეთა:
“რომაელებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ.. სიმონე ინძაგის მწირი არჩევანი აქვს და აქედან გამომდინარე, გუნდს უჭირს გადაწყობა.
კრიშტიანო რონალდუ ფენომენალურ ფორმაში იმყოფება.. ვხედავ, როგორ ემზადება რაღაც დიდისთვის.. მისი ქმედებები აღფრთოვანებას იწვევს..
პენალტები? ნურავინ იფიქრებს, რომ გადამწყვეტი დარტყმის შესრულება ასეთი იოლია.. სწორი დარტყმა დიდ ნერვებს უკავშირდება და პორტუგალიელის ქმედება ამ მხრივაც აღსანიშნავია.
თუმცა, ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდს არაერთ ასპექტში მართებს მნიშვნელოვანი პროგრესი.. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ერთ მატჩიან რაუნდში კონცენტრირების მცირე დაკარგვაც კი ძვირად დაუჯდებათ.”