ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ლაციოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ:
შესნი – 6.5 – პირველ ტაიმში უსაქმოდ იყო.. იმობილეს დარტყმულზე უშანსოდ იყო ნებისმიერ შემთხვევაში. მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთში მის კართან უფრო ჩამოცხა, თუმცა პოლონელმა უშეცდომოდ იასპარეზა.
კუადრადო – 6 – ნორმალურად ასპარეზობდა იქამდე, სანამ მის ფლანგზე ანდერსონი არ გამოჩნდა, რომელაც ცხოვრება გაურთულა.
დე ლიხტი – 6.5 – ლაციოს ფორვარდები ჩრდილში რომ იყვნენ მოქცეულნი მისი დამსახურებაა.
ბონუჩი – 5 – სუსტი ასპარეზობა. ბენტანკურის შეცდომა გასაგებია, თუმცა თავადაც დაკარგული ქონდა პოზიცია.. მეორე ტაიმში უწყინარ სიტუაციაში მოიტანა გოლი.
ალექს სანდრო – 6.5 – კარგი და საიმედო ასპარეზობა.. ლაციოს მის ფლანგზე არაფერი გამოსდიოდა და შესაბამისად ბრაზილიელი შეტევაშიც თავისუფლად ერთვებოდა.
რემზი – 5.5 – ზონებს შორის აქტიურად მოძრაობდა.. დიბალასთანაც კარგად კომბინირებდა, მაგრამ ფიზიკური კონდიციები რომ გასაუმჯობესებელი აქვს ფაქტია.. პირველი ნახევრის შუაწელში აშკარად იკარგება და ბევრი სიცარიელე რჩება.
მატუიდი – 56 წუთიდან – 5.5 – ჩვეული შავი სამუშაო და არაფერი მეტი.
ბენტანკური – 6.5 – შეცდომა რომ დავივიწყოთ, სხვა მხრივ კარგად მოქმედებდა.. ინარჩუნებდა ტემპს და ნახევარდაცვაში უმეტესწილად გამარჯვებული რჩებოდა.. აკონტროლებდა მატჩის სადავეებს და ქმნიდა პარტნიორებისთვის კომფორტულ სიტუაციას.
რაბიო – 7 – საუკეთესო შუახაზელებს შორის.. ფიზიკური ორთაბრძოლები მისი გამარჯვებით სრულდება.. ანვითარებს მაღალ სიჩარეზე შეტევებს და არც თავად ერიდება წინ წასვლას.. იყო ჩავარდნები, მაგრამ საკუთარი ფიზიკური კონდიციების ხარჯზე ყველაფერს აბალანსებდა.
დიბალა – 7 – მარგალიტი! ვერცხლის წყალივით მოძრაობდა და ბურთი, რომ სწრაფად ცირკულირებდა უშუალოდ მისი დამსახურებაა.. არადა იგუაინი უნდა ყოფილიყო სასტარტოში.. აკეთებს საგოლე გადაცემას რონალდუზე.
რუგანი – 89 წუთზე – შეფასების გარეშე
რონალდუ – 7 – არ ჩერდება მთელი 90 წუთის მანძილზე.. დაგეშილია მეტოქის კარზე და მეორე ტაიმში ორი ბურთითაც დასაჩუქრდა. თუმცა, ამასთან ერთად ბევრი იშრომა გუნდისთვის.
სარი – 6.5 – იგუაინზე აკეთებს არჩევანს და შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელის მოულოდნელმა ტრავმამ გეგმები შეუცვალა.. დიბალა გაამწესა სასტარტოში, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაში გააკეთა!
5 turshi 5 qula bravo magar formashi arian
აუ რა ჩამოკრული აქვთ.რამ დაღალათ იმ,ხელა პაუზა ქონდათ არც ლიგაა. რაბიო იყო საუკეთესო დალშე ფაფხურობდნენ ყველა.
45 wutshi rom udinezes mekare ert seivs ar gaaketebs.shemazizges pexbuti
Chempionebi ki gaxdebian magram sacodaoba,sacodaoba da kidev ertxel sacodaoba.
დიბალას და იგუაინს შორის არჩევანს რა ნამუსით აკეთებს იქ ხოარ აქვს მაგას?!!!