ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს უდინეზესთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6 – კონცენტრირებულია, თუმცა მატჩის მიწურულს იყო ეპიზოდი რომელსაც ვერაფერს მოუხერხებდა.

დანილო  – 5.5 – მატჩი დაიწყო მისი თავური დარტყმით და ცოტა კიდევ უფრო რომ “გამართლებოდა” შესანიშნავი ავტო-გოლის ავტორი გახდებოდა. წინ მიდის უფრო პროდუქტიულად, ვიდრე დაცვაში საიმედოდ მოქმედებს.. 

კუადრადო – 75 წუთიდან – 5 – ღირებული არაფერი გაუკეთებია.

დე ლიხტი – 6.5 – ჰოლანდიელი საოცარ ფორმაშია და ამ ყველაფერს ყოველდღიურად ადასტურებს, მიუხედავად იმისა, რომ მხარზე დისკომფორტი აქვს. თავდაჯერებული და ცივსისხლიანი.. მის ზონაში ვერავინ და ვერაფერი ვერ იხარჯებს.. დაჯილდოვდა სუპერ გოლით.

რუგანი – 5.5 –  ნორმალურად უძღვებოდა სიტუაციას, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში ძალიან გულიბრყვილოდ იმოქმედა..

ალექს სანდრო – 5 – თითქოს ბოლომდე იბრძოდა.. არ ჩერდებოდა, მაგრამ პირველ გოლზეც დააგვიანა და არც მეორეს დროსაც უთამაშია საიმედოდ.

რემზი – 5 – დაკარგული იყო.. შემდგომ პოულობს საკუთარ როლს თამაშში, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება.. მეორე ტაიმის დასაწყისიდან გამქრალია..

ბენტანკური – 6.5 – მოედნის ცენტრში ნამდვილი დომინანტია. თავდაჯერებული და ცივსისხლიანი. ყველაფერს დროულად აკეთებს – ართმევს, აკონტროლებს და ქმნის ტემპს.

რაბიო – 6.5 – შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ფრანგმა სრულად გაიარა ადაპტაცია.. იმყოფება კარგ ფორმაში და აკონტროლებს მატჩის სადავეებს. თავდაჯერებულია და ქმნის სხვაობას.

ბერნარდესკი – 5 – უჩინარი.. 60 წუთის მანძილზე საერთოდ არსად არ გამოჩენილა. შესაძლოა ტაქტიკური ოპერაციები შეასრულა, მაგრამ ეს რიგითი გულშემატკივრისთვის არაფრის მომცემია.

დიბალა – 6.5 – ერთადერთი, რომელიც შეტევაში ცდილობდა რაიმე ღირებულის შექმნას. არ ნებდება და მიიწევს მეტოქეზე ცივსისხლიანად. ეძებს რონალდუს კომბინირებისთვის.

რონალდუ – 5.5 – თუ რაიმე ხიფათი იყო პირველ 45 წუთში, ეს მისი ფეხებიდან მოდიოდა. თუმცა, რაც დრო გადიოდა და მით უფრო ბრაზდებოდა და უდინეზემ ეს კარგად გამოიყენა მის გასანეიტრალებლად.

სარი – 5.5 – ეს არის გუნდი, რომელიც პირველ ტაიმში სხვა ფეხბურთს თამაშობს, ხოლო მეორეში სრულებით სხვას. ბალანსია დროულად მოსაძებნი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემები, შემდგომ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

1 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
4 years ago

ალიოოო, სკუდეტო მოვიგეთ )))

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

რაბიო თუ გაცოცხლდებოდა არ მეგონა.ყველაზე მაგრად თამაშობს ბურთის ართმევაზეც პასებს ანაწილებს მაგრად.კონტრშეტევები თითქმის ყოველთვის მისი მხრიდან იწყება.ბერნარდესკის კიდე იუვენტუსის უნიტაზები უნდა არეცხინოს კაცმა.ტიპი პროსტა არსებობს.ვერც იმას იტყვის შანს არ მაძლევენო.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x