მაურისიო სარი:”თუ მათ ჩემთან ერთად მოიგეს, გამოდის რომ მართლაც კარგები არიან”
მაურისიო სარისთვის იუვენტუსთან ერთდ მოპოვებული სკუდეტო, სამწვრთნელო კარიერაში პირველი იტალიური ჯილდოა.
ბუნებრივია ტურინელთა თავკაცს უჭირდა მატჩისშემდეგ ემოციების შეკავება:
“განსაკუთრებული გრძნობაა.. მითუმეტეს ასეთი ხანგრძლივი სერიის შემდეგ.. დამიჯერეთ სპორტში უდიდესი ტყუილია, თითქოს გამარჯვებული გზის გაგრძელება ასეთი ადვილია.. მერწმუნეთ ეს სიმართლეს ოდნავადაც არ შეესაბამება.
მოედნიდან წყლის შესხმას რომ გადავრჩებოდი ამიტომაც გავქრი, მაგრამ ამის გაკეთება არ გამომივიდა..
პაულო დიბალას დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, თუმცა ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ საქმე კუნთების პრობლემაზე გვაქვს.
კრიშტიანო რონალდუ და პაულო დიბალა რომ სხვაობას ქმნიან, ამისთვის უდიდესი მადლობა ეკუთვნით, თუმცა მათ უკან მთელი კლუბი დგას.
ჩვენს საწვრთნელ პროცეს ესწრებიან პრეზიდენტები და დირექტორები.. მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან და ინტერესდებიან რაიმე ხომ არ გვესაჭიროება.. ამ ყველაფრით მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ.. გვიბიძგებენ უფრო დიდი წარმატებისკენ.
აქ ისეთი ერთსულოვნება სუფევს, როდესაც მარცხდები ზურგს გიმაგრებენ და მარტო არ გტოვებენ.
ორგანიზების თვალსაზრისით იუვენტუსი საერთაშორისო მასშტაბზე იმყოფება. თუმცა, ბუნებრივია მცირეოდენი დრო დამჭირდებოდა რათა ყველა დეტალს ჩავწდომოდი და გამეგო როგორ მუშაობდა აქ ყველაფერი.
შეუძლებელია უბრალოდ ადგე და მიხვიდე იქ, სადაც 8 წელი გამარჯვებები იყო და მომენტალურად დაიწყო პროცესების შეცვლა.. ეს არ იქნებოდა ჭკვიანური.
ტაქტიკური ნიუანსები თავისას ითხოვს.. თავადაც ხედავდით, რომ გასულ წლებში რონალდუ და დიბალა მოედანზე ერთად მცირე დროს ატარებდნენ.. ნამდვილად რთულია მათი ერთდ ამუშავება.. თუმცა, ვფიქრობ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ჩვენ ეს შევძელით.
საუბრები გასახდელში? გუნდი მითხარით სადაც ეს არ ხდება.. ეს ხომ სისულელეა.. მთავარია საბოლოო ჯამში ყველანი ერთ აზრზე შევჯერდეთ და საქმეს მივხედოთ.
პრობლემებს უნდა შევხვდეთ ღიად.. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გადაჭრადია.
ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, რომ თუ თქვენ მოახერხეთ და ისეთ ადამიანთან ერთად გაიმარჯვეთ, რომელსაც აქამდე აქ არაფერო ქონდა მოგებული, გამოდის რომ რეალურად კარგები ყოფილან!
აქ ყოფნის პირველ დღეებში ხედავ პიროვნებებს.. და არა მსოფლიო დონის ფეხბურთელებს.. შემდგომ ახლოს იცნობ, ურთიერთობებს ალაგებ და დროთა განმავლობაში უფრო პირადულ სივრცეში ინაცვლებს.
პირველ დღეს ვიცოდი, რომ გასახდელში რამოდენიმე ექსტრა კლასის ფეხბურთელი დამხვდებოდა.. დღეისათვის გასახდელში უამრავი კარგი ბიჭი მხვდება, რომლებიც არასდროს გიმტყუნებენ.”
ინტერვიუს შემდეგ სარისთან ვოიცეხ შესნი მივიდა, რომელსაც ხელში სიგარეტი ეკავა და მწვრთნელს გაუწოდა :“თქვენ ეს დაიმსახურეთ!”
Yvelas gilocavt.ligaze unda moxodos gundi eseti tamashit shors ver gaprindebian.rabiom ashkarad moumata da magrad asworebs.forza juve.warmatebebi ligaze.
რაბიო ამ წამს არის ყველაზე მაგარ ფორმაში იუვეში ჩემი აზრით! ბურთის ართმევა გამოსდის უნიკალურად ზედიზედ მერამდენე თამაშში თან უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს ეს.სარიმ კიდე უნდა წაასხას.ნუ გასაგებია გოლის შემდეგ ისევ შეტევაში მიდიან და უტევენ ალეგრისგან განსხვავებით მარა ხარისხი არ ვარგა რა.
რაბიოს დიდი პოტენციალი აქვს, თუ სწორად განვითარდება და დედამისი ტვინს არ აურევს.
ტვინი, ტენიკა, სისწრაფე -ყველაფერი აქვს ტიპს, ცოტა დახვეწა სჭირდება და იმენა მარგალიტი გახდება.
კი ეგრეა :)
კორონამ ცუდად იმოქმედა საიტზე, თუ ნავიგაციას ვეღარ ამუღამებს ხალხი საიტზე, მაგრა მოაკლდა კომნტარები სამწუხაროდ …
1 მაგარი ცენტრის დამატება + ჰალანდი
ბიჩოკა )
არაა ეს იუვეს დონის ტრენერი და მომკალით თუ გინდა.
დაცვაში ასეთი ბარდაგი არ მახსოვს კაი ხანია.
არც შეტევაა ნამეტანი კრეატიული, ინდივიდუალურ ოსტატობაზე უფროა აქცენტი ვიდრე კომბინაციურ სწრაფ შეტევებზე.
თუმცა ბოლო თამაშში კაი საჯარიმოო გაითამაშეს.
რაბიო შედის ფორმაში და ძალიან მიხარია, მაგრამ მაგარი ცენტრი სჭირდება გუნდს ჰაერივით + ჰალანდი.
ფორცა იუვე! გილოცავთ!