ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ გასული 24 საათის მთავარ სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც იუვენტუსს უკავშირდებოდა:

გრძელდება საუბარი ჩელსიდან ჟორჟინიოს ტრანსფერზე.. ხელმძღვანელობას როგორც ჩანს გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალ სეზონში კლუბს კვლავინდებურად მაურისიო სარი გაწვრთნის..

აქედან გამომდინარე ისინი მაქსიმუმს მოიმოქმედებენ, რათა გამოცდილ სპეციალისტს საჭირო ფეხბურთელები მოუყვანონ, რომლებიც ადაპტაციას უსწრაფესად გაივლიან..

თუმცა, მთავარი ამ სქემაში სწორი რეჯისტას პოვნაა და სარისთვის ასეთი ჟორჟინიო არის რომელმაც ნაპოლიში კარგი საქმე გაუკეთა.. 

 თავად ლონდონელებს სხვა გეგმები აქვთ.. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, არისტოკრატებმა მოლაპარაკებები მილანთან დაიწყეს და მზად არიან ჟორჟინიო ისმაელ ბენასერში გაცვალონ..

თუ იუვეს მართლაც სურს შუახაზელი, მაშინ აჩქარება და ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევს, რადგან ინგლისელები მათი არცერთი მოთამაშით არ არიან დაინტერესებულნი.

როდრიგო დე პაული იუვეს არაერთხელ დაუკავშირეს.. ფეხბურთელს წელსაც ნორმალური სეზონი ქონდა და მისი ღირებულება უკვე 35 მილიონს შეადგენს..

დიდი ალბათობით არგენტინელი ფრიულის ბინადრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუმცა თუ ტურინელებს დე პაულის დამატება უნდათ, მაშინ უდინეზე ზემოთხსენებული თანხის შეთავაზების შემთხვევაში უარს არ იტყვის.

ვილიანთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა..

ერთი პირობა იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ ფეხბურთელმა ჩელსის წინადადებაზე უარი თქვა და კარიერას თავისუფალი სტატუსით სხვა კლუბში და კერძოდ იუვენტუსში გააგრძელებდა..

თუმცა, ახლა საქმე ისე განვითარდა, რომ ბრაზილიელი კლუბში დარჩება და ახალ კონტრაქტს გააფორმებს.. ასე რომ პარატიჩის ერთი თავისუფალი აგენტი ხელიდან უსხლტება..

დიდი ალბათობით გუნდს დუგლას კოშტა დატოვებს.. კლუბმა მის თაობაზე მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისი ტრავმებიდან გამომდინარეობს. 

ერთ-ერთ ვარიანტად ვინც მას შეცვლის ჩენგიზ უნდერია. თურქი ფეხბურთელი რომას რიგებში პერიოდულად საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და ფაბიო პარატიჩის მისი ხელში ჩაგდების იმედი 25 მილიონად აქვს.

აქედან გამომდინარე, ეს იქნება ფინანსური სვლა რომელიც ბიუჯეტზე და ბალანსზე წარმატებით აისახება.. ჯერი რომაზეა რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს ღირს თუ არა თურქის დათმობა..

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x