ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი ხედირა გულშემატკივრებს მიმართავს

სამი ხედირა

სამი ხედირასთვის ეს სეზონი წარმატებული რომ არ გამოდგა ფაქტია..

თავდაპირველად ფეხბურთელი საერთოდ წასვლის უმთავრეს კანდიდატად სახელდებოდა, მაგრამ წინასასეზონო შეკრებაზე მაურისიო სარის დარწმუნება მოახერხა..

თუმცა, ბედმა გერმანელს მაინც არ გაუღიმა, რადგან გაუთავებელმა ტრავმებმა ხედირა მოედანს დიდი ხნით ჩამოაშორა..

ახლა ყველა მიიჩნევს, რომ მხარეები კონტრაქტს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტენ, მაგრამ თავად სამი სხვაგვარ კომენტარს აკეთებს:

“ჩემი 14 წლიანი პროფესიონალური კარიერა იოლი ნამდვილად არ ყოფილა.. წლევანდელ სეზონში ორმა მძიმე ტრავმამ მინდორზე გასვლის საშუალება სულ რაღაც 18-ჯერ მომცა..

არადა საკუთარი თავისგან უფრო მეტს ველი.. მაგრამ დაცემის დროს აუცილებელია ფეხზე წამოდგე და ეს მე ნამდვილად არ მეშლება!

ბევრს ვმუშაობ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო!

ამ ფერებს უდიდეს პატივსცვემ.. იუვენტუსი ჩემთვის ძალიან ძვირფასი კლუბია, ხოლო მისი გულშემატკივარი განსაკუთრებული სიყვარულის მატარებელია!

ჩვენ ერთად ფანტასტიკური ისტორია დავწერეთ და მის გაგრძელებაში ღრმად ვარ დარწმუნებული..”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x