ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო კაპელო:”იუვე, ლიონთან პრობლემები გელის”

ფაბიო კაპელო

სერია ა დასრულდა და ვფიქრობ, ეჭვი იმაში რომ იუვენტუსი ზედიზედ მეცხრე სკუდეტოს იზეიმებდა არავის ეპარებოდა..

მითუმეტეს მას შემდეგ, რაც კონკურენტებმა გადამწყვეტი თამაშები ერთი მეორეს მიყოლებით ჩააგდეს.

7 აგვისტოს გუნდს ლიონთან საპასუხო შეხვედრა ელის, რომლის პირველი დაპირისპირება ფრანგების გამარჯვებით 1-0 დასრულდა..

აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება ფაბიო კაპელომ გაანდო, რომელიც იუვენტუსს 2004-06 სეზონებში წვრთნიდა:

“ეს არ იქნება იოლი შეხვედრა, რადგან ფრანგებს საკუთარ რიგებში ძალიან ხისტი, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები ყავს..

მათ ზუსტად იციან, როდის რა უნდა გააკეთონ.. თუმცა, იუვეს უპირატესობა დღეისათვის სათამაშო ტონუსია..

ამ მხრივ ფრანგებს სიფრთხილე მოუწევთ და თუ მათ, შეძლეს პირველი ტაიმის მიწურულს ბურთის გატანა, მაშინ ეს ტურინელებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება.

მაურისიო სარი კარგი სპეციალისტია.. მას აქვს მკაფიო იდეები, რომლებიც დროს მოითხოვს.. ტურინში კი ამ დროს არავინ მოგცემს..

იკვეთება კონტურები და მოთამაშეებიც უკეთ გრძნობენ ერთმანეთს.. სერია ა კი მოგებულია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით იუვესთვის უპირველესი მიზანი რომელი ტურნირიც არის..

აქედან გამომდინარე, ზეწოლა მწვრთნელზე და ბიჭებზე სტანდარტულად მაღალია.. მათ მოუწევთ მასთან გამკლავება, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ მათგანს არ დაინდობენ..

კრიშტიანო რონალდუ მოტივირებული იქნება, რადგან ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ფეხი დაუცდა.. ეს არის მოთამაშე, რომელიც არ ნებდება და ამ მცირე დარტყმას მალევე გადაიტანს.

მატეის დე ლიხტზე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებდი – ჰოლანდიელი არის უკვე შემდგარი ვარსკვლავი, რომელსაც ძალუძს ყველაზე რთული ამოცანების ამოხსნაც.. იგი იუვენტუსის ნათელი მომავალია.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
4 years ago

ეს საერთოდ ფეხბურთზე როგორ ლაპარაკობს მიკვირს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x