ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დეიან კულუსევსკი:”დიბალა PlayStation -ის სტილში თამაშობს”

დეიან კულუსევსკი მომავალ სეზონს იუვენტუსის რიგებში გააგრძელებს.. ფეხბურთელმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“კონტრაქტის გაფორმების დროს მენეჯერებთან ინტენსიური კონსულტაციები მქონდა..

საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ უმჯობესი იქნებოდა სეზონი პარმაში დამესრულებინა, რადგან წინ გრძელი და დამღლელი სეზონი მელოდა. ამიტომ კარგი დასვენება აუცილებელი იყო. 

კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რომ ამ იმედის გასამართლებლად უაღრესად ბევრი მუშაობა მომიწევს, მაგრამ ამისთვის მზად ვარ!

პაველ ნედვედთან მსგავსება უდიდესი რამ არის.. მას პირადადაც შევხვდი და რამდენიმე ვიდეო ვნახე, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს.. იგი ფენომენალური იყო!

პარმაში სიმართლე გითხრათ სხვა სტილის ფეხბურთს მივეჩვიე.. ატალანტასგან განსხვავებით აქ შესაძლოა თავი 10 კაცითაც დაგვეცვა.. იუვენტუსში კი ეს ყოველივე საპირისპირო მიმართულებით შეიცვლება.

პაულო დიბალასგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.. მან ზუსტად ის გზა გაიარა, რისი გავლაც მსურს.. ხედავთ, რომ უკვე გუნდსაც კაპიტნობს? გამოდის რომ ყველაფერი სწორად გააკეთა!

მისი თამაში საოცრებაა.. თავში იდეები არ ელევა, ხოლო მარცხენა ფეხით ისე ასპარეზობს, როგორც მოთამაშები PlayStation -თან ყოფნისას.

მოუთმენლად ველი არგენტინელის მხარდამხარ თამაშს.. ასევე მატეის დე ლიხტისგან მთელ რიგ რჩევებს ავიღებ თუ როგორ გავშინაურდე.. იგი სულ რაღაც ერთი წლით არის ჩემზე უფროსი..

კრიშტიანო რონალდუს საბედნიეროდ აქამდეც შევხვედრილვარ.. იანვარში როდესაც უკვე კლუბთან კონტრაქტს ვაფორმებდი, სათავო ოფისში რონალდუ, ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი შემხვდნენ.

კრიშტიანოსთან ჯერ კიდევ იუვე-პარმამდე ვხუმრობდი, რასაც აქ ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი (იცინის). პორტუგალიელი ჩემი კერპი იყო.. ადრეული ასაკიდანვე აღმაფრთოვანებდა მისი თამაში! შორიდან როგორც ვარსკვლავი ისე ჩანს, მაგრამ რეალურად ძალიან უშუალო ადამიანია.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x