ინგლისური გრანდი სპორტული დირექტორის ძიებაშია..

ფაბიო პარატიჩი
სხვადასხვა იტალიური წყაროების ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი სპორტული დირექტორის ძიებაშია და ინგლისელებს სამი კანდიდატი ყავთ შერჩეული..
ესენი არიან:
- მადრიდის ატლეტიკოს ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა
- პორტუგალიელი ანტერო ენრიკე რომელიც თავის დროზე სპორტინგში, პორტოში და პსჟ-ში მუშაობდა
- ფაბიო პარატიჩი
საგულისხმოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან უსაქმოდ მხოლოდ ენრიკეა.. ხოლო დანარჩენ ორს მოქმედი კონტრაქტი გააჩნია.
იუვენტუსში ფაბიოს ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და იგი წლიურად დაახლოებით 2-3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
თუმცა, იუნაიტედს ეს ფაქტი არ აშინებს და მზად არის მიმზიდველი წინადადებით ერთ-ერთი მათგანი გადაიბიროს..