ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფრანგი ჟურნალისტი იუვე/პსჟ-ს სატრანსფერო თემებზე საუბრობს

ბოლო ხანებში ბევრი იწერება პსჟ -ს ინტერესზე იუვენტუსის ფეხბურთელების მიმართ..

ყველაზე ბოლო ცნობა კრიშტიანო რონალდუს უკავშირდებოდა, რომელიც მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა ფრანგულ მხარესთან.

თუმცა, როგორც ირკვევა პარიზელებისთვის მთავარი სამიზნე პაულო დიბალა არის, თუმცა პოპულარული ფრანგი ჟურნალისტის კრისტოფ ბერარა ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აზიარებს:

“დიბალა დიდი ხანია ლეონარდოს სამიზნეში ყავს ამოღებული.. 

მისი დამატება უფრო ადრეც სურდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო საწადელს ვერ მიაღწია. 

მაურო იკარდის გაფორმების შემდეგ, ნაკლებად რეალურია მათგან დიდი ინვესტიციების გაღება თუ დღევანდელ რეალობას გავითვალისწინებთ.

აქედან გამომდინარე დიბალას ან რომელიმე სხვა ვარსკვლავს მიმდინარე წელს აღარ უნდა ველოდოთ.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.