ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაიოლა და პარატიჩი ერთმანეთს უახლოეს პერიოდში შეხვდებიან

მინო რაიოლა

ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებით სავსეა ლუკა პელეგრინის მომავალი.

ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ფაბიო პარატიჩის უახლოეს პერიოდში შეხვდება და ახალგაზრდა მარცხენა მცველის მომავალზე დეტალურად ისაუბრებს.

შესაძლოა, ნიჭიერი მოთამაშე ბარტერის სახით რომელიმე გარიგებაში იყოს ჩართული.. თუნდაც, ნაპოლისთან რომელიც დიდი ხანია ლუკათი ინტერესდება.

თავის მხრივ ტურინელებს არკადიუშ მილიკის დამატება სურთ და შესაძლოა დაინტერესებულმა მხარეებმა ამ სიტუაციით ისარგებლონ..

აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი.. მატია დე შილიომ თუ მართლაც დატოვა ტურინი, შესაძლოა პელეგრინი აღარ იყოს რომელიმე გარიგებაში გამოყენებული და კარიერა ალიანც სტედიუმზე გააგრძელოს.

4.5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x