Tuttosport საორიენტაციო შემადგენლობას აქვეყნებს
დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე იუვენტუსი ლიონს დაუპირისპირდება.
შეხვედრა ალიანც სტედიუმზე გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.
პირველი შეხვედრა როგორც მოგეხსენებათ ფრანგების გამარჯვებით დასრულდა და ახლა ტურინელებს 1 ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ.
ტურინელებს მთელი რიგი საკადრო პრობლემები აქვთ.. პაულო დიბალას საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებით არის სავსე.. ითამაშებს თუ არა იგი ან რამდენ ხანს ჯერ არავინ იცის..
დუგლას კოშტასთვის სეზონი დასრულებულია.. მცირეოდენი პრობლემები აქვთ ჯორჯო კიელინის და დანილოს.. ერთი სიტყვით პრობლემები ნამდვილად არის.
თუმცა, მაურისიო სარი ტაქტიკური ცვლილებების შეტანას არ გეგმავს..
გთავაზობთ ტუტოსპორტის მიერ გამოქვეყნებულ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას.
კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს..
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო გაირჯება.. ცენტრალურ ზონაში ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი.. მარცხნივ უცვლელი ალექს სანდრო.
მოედნის ცენტრალურ ზონაში რეჯისტაზე დიდი ალბათობით მირალემ პიანიჩს ვიხილავთ. ბოსნიელი ბოლო ხანებში ოდნავ უკეთ გამოიყურება და ეს თავად მაურისიო სარიმაც აღნიშნა.
მასთან ერთად უნდა ველოდოთ ადრეან რაბიოს და როდრიგო ბენტანკურს.
რაც შეეხება შემტევ ტრიოს.. ვინც კითხვებს არ იწვევს არის კრიშტიანო რონალდუ.. მის მხარდამხარ დიდი ალბათობით არგენტინელ გონსალო იგუაინს და იტალიელ ფედერიკო ბერნარდესკის უნდა ველოდოთ.
მატჩი უდაოდ მძიმე გამოდგება, რადგან ლიონს მემფის დეპაი დაუბრუნდა და მათი ტაქტიკური სქემა 3-5-2 -ია, რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ტურინელთა სისტემას..
იმედი ვიქონიოთ საღამო “სენსაციის” გარეშე ჩაივლის და ტურინელები “რვათა ფინალში” მიიღებენ მონაწილეობას.
იმედია გაასხმევინებენ სარის გუშინ რასაც ვუყურე მაგას ფეხბურთი არ ერქვა საცოდაობა იყო
ნაეხავარი წელი ველოდე ამ ხლებას რომ მეყურებინა ..
.
ლიონს 3 გოლს რომ ვერ გაუტან სახლში და ამისთვის ამდენი ხანი ემზადე, აი მართლა გუნდიც არ ვართ და მწვრთნელიც არ გვყავს რეალურად …
სარი ბოლი არა შამბალა, ტფუუ
მოკლედ აფსაიტების რეკორდი მოხსნეს რა პირველ ტაიმში
დაიკიდეთ ეს ლიგა დაივიწყეთ და აღარასოდეს ახსენოთ და დამიჯერეთ უფრო მალე მოიგებენ. მე პირადად რეაქცია აღარ მაქ. სკუდეტო მოიგონ და თუ უნდათ ლიგაზე ვაფშემ ნუ ითამაშებენ მაგრად მკიდიააა
ლინკი დადევით, გთხოვთ
ყველაფრით ვჯობივართ ლიონს უნდა გავიდეთ თუ არა და სარი ნახ…უიზე უნდა გაუშვან დღესვე